ეს მშვენიერი ქალბატონი "ოსკარებზე" მადისაღმძვრელად ლამაზ მწვანე კაბაში გამოცხადდა, ხოლო თმა ზუსტად ისე ჰქონდა დაყენებული, როგორც სიმეონეს და მოდი და, ნუ იტყვი, მისი შთაგონების წყარო სიმეონეაო. ალბათ, "ატლეტიკოც" არ იტყოდა ისეთ მარგალიტივით გულშემატკივარზე უარს, როგორც "გოგონა მარგალიტის საყურითაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"