ექსპერტებმა კრიშტიანო რონალდოს ქონება შეაფასეს - უმდიდრეს ფეხბურთელთა TOP 5

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო წელსაც უმდიდრესია მოქმედ ფეხბურთელთა შორის.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მოთამაშეთა რეიტინგი ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.com-მა შეადგინა და მასში ფეხბურთელთა ხელფასებთან ერთად, სხვა შემოსავლებიცაა გათვალისწინებული.

ექსპერტებმა კრიშტიანოს ამჟამინდელი პირადი ქონება 210 მლნ ევროდ შეაფასეს. სიაში მეორე ადგილზე "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესია (200 მლნ), მესამე კი - ამავე გუნდის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (135 მლნ).

რეიტინგის ზედა ხუთეულში მოხვდნენ პსჟ-ის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (105 მლნ) და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უეინ რუნი (103 მლნ).
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგად შეხედე 2015 წლის სტატიაა
giorgi
03 ივნისი 2020 12:33
0
ნეიმარი თურმე ბარსაში თმაშობს,ზლატანი პსჟში და რუნი მანჩესტერში.რა მიიღე ამისთნა.
123
03 ივნისი 2020 02:08
2
კარგად უნდა დააკვირდე კომენტარს რო წერ 2015 წლის სტატიაა
giorgi
03 ივნისი 2020 12:33
0
მაგარია ყველას უყვართ. ჩემ ოჯახს გვიხარია მაგარი ტალანტი აქვთ.
ქეთევანი
03 ივნისი 2020 00:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული