23 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ბაზელთან" საპასუხო მატჩისას დაშავდა, მადრიდის "რეალსაც" უნდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელებმა მასთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სეზონის ბოლოს 6-წლიან კონტრაქტსაც მოაწერენ ხელს.
თუმცა კატალონიელები იმედს არ კარგავენ და თავისას ეცდებიან. მათ ბრაზილიის ნაკრების წევრი მისი თანამემამულის, დანი ალვეშის შემცვლელად ესახებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"