მიშელ პლატინი თანამედროვე მონობის წინააღმდეგ

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იმ მოსაზრებას მხარს უჭერს, რომ მესამე პირების მიერ ფეხბურთელებზე უფლებების ქონა აიკრძალოს.

"ეს, უბრალოდ, სირცხვილია. დღეს ვხედავთ, რომ მოთამაშის ერთი ხელი ვიღაც ადამიანს ეკუთვნის, მარცხენა ფეხი გაურკვეველ ფონდს, რომელიც არავინ იცის, სად მდებარეობს, ხოლო მარჯვენა ფეხი კიდევ ვიღაცას. ეს ერთგვარი თანამედროვე მონათმფლობელობაა. არადა, მონობა ხომ დიდი ხანია, წარსულში დარჩა. ჩვენ ვცდილობთ, რომ თანხები მოვიძიოთ, რომ ფეხბურთში ინვესტიციები გამოჩნდეს.

ვიღაც-ვიღაცები კი მსგავსი ტრანსფერებით ითბობენ ხელს. სად და ვისთან მიდის ეს ფული, არავინ იცის. ვფიქრობ, საფეხბურთო სამყარომ უნდა
გამოიღვიძოს და იმას მიაღწიოს, რომ ფეხბურთში გამოჩენილი თანხები ფეხბურთშივე დარჩეს" - აღნიშნა პლატინიმ.

მესამე პირების მიერ ფეხბურთელზე უფლებების ფლობა განსაკუთრებით ბრაზილიასა და არგენტინაშია გავრცელებული. ამის აკრძალვასთან დაკავშირებული წესი, რომელიც ფიფამ შეიმუშავა, ძალაში 1-ლი მაისიდან შედის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული