"ლივერპული" და რაჰიმ სტერლინგი ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
"ლივერპული" რაჰიმ სტერლინგს ახალ კონტრაქტზე ჯერ ისევ ვერ უთანხმდება. პრობლემა 20 წლის შემტევის ხელფასია. იგი ამჟამად კვირაში 35 ათას გირვანქას იღებს და მერსისაიდელები მზად არიან, მასთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელონ, ხოლო ჯამაგირი კვირაში 100 ათასამდე გაუზარდონ, მაგრამ თავად ფეხბურთელი და მის აგენტი 150 ათასს ითხოვენ.

სამაგიეროდ, სტერლინგის მსურველების გასაგონად, "ლივერპულმა" თავისი პოზიცია დააფიქსირა - შეთანხმებას რომც ვერ მივაღწიოთ, სტერლინგს მომავალ ზაფხულს არ გავყიდითო.

მხარეებს შორის მოქმედ შეთანხმებას ვადა 2017 წლის ზაფხულში გასდის და რაც უფრო დრო გავა, "ენფილდის" ბინადრებს ამ
ძვირფასი ფეხბურთელის დაკარგვა იაფად ან სრულიად უფასოდ დაემუქრებათ.

როგორც ჩანს, ლივერპულელთა უფროსობას სჯერა, რომ რაჰიმთან საერთო ენა გმოინახება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრობლემა კლუბს ჯორდან ჰენდერსონთანაც აქვს.

ბარემ აქვე ვთქვათ ისიც, რომ "ლივერპული" სეზონის ბოლოს "ლილში" განათხოვრებული ნიჭიერი ბელგიელის, დივოკ ორიჯის უკან გამოწვევას ფიქრობს, ხოლო "ბორდოში" იჯარით წასული ტიაგო ილორი, ალბათ, ასევე ინგლისში დაბრუნდება, ოღონდ "სანდერლენდის" რიგებში, რომელსაც ილორის თხოვება ან გამოსყიდვა აქვს გადაწყვეტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული