დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტიდან" "ლას პალმასში" მიდის... სიბერეში

AutoSharing Option
დავიდ სილვამ თავის ყოფილ კლუბს, "ვალენსიასა" და სხვა მთხოვნელებს გული დაწყვიტა და განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტიდან" არსად წასვლას არ აპირებს.

პრინციპში, "ქალაქელებიც" თუკი ვინმეთი კმაყოფილები უნდა იყვნენ, ერთ-ერთი პირველი სწორედ "ელ მაგოა".

"აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. "სიტის" ფანები ძალიან კარგად მეპყრობიან. ორჯერ გავხდით ინგლისის ჩემპიონები და ახლა მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოსწორება და ნაბიჯის წინ გადადგმაა.

ესპანეთში დაბრუნებაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ, მომავალში კი "ლას პალმასში" თამაშს და კარიერის იქ დასრულებას ვისურვებდი", - ამბობს 29 წლის სილვა.

თუკი ვინმეს გაგიკვირდათ,
რატომ "ლას პალმასი", გეტყვით, რომ სილვას იქ არასოდეს უთამაშია, მაგრამ ბავშვობიდან მოსდევს ამ კლუბისადმი სიმპათია, რადგან ლას პალმასთან ახლოს, არგინეგინშია დაბადებულ-გაზრდილი, სხვათა შორის, ისევე, როგორც ხუან კარლოს ვალერონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული