სპეციალური მემორანდუმი უეფას პრეზიდენტს, მიშელ პლატინისა და ECA-ს თავმჯდომარეს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს შორის გაფორმდა.
შეთანხმება 2022 წლის 31 მაისამდეა გათვლილი და მის მიხედვით, ECA-ს წევრი კლუბები, რომელთა ფეხბურთელებიც ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ, ტელეტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლის 8%-ს დაისაკუთრებენ.
პლატინი და რუმენიგე მორიგდნენ იმაზეც, თუ რა თანხებს მიიღებენ ევროპის საკლუბო ტურნირების მონაწილე გუნდები 2015-18 წლებში. სათქმელია, რომ კლუბების შემოსავლები, საერთო ჯამში, დაახლოებით
მთლიანი შემოსავალი 2,24 მილიარდი ევრო იქნება. აქედან უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს 1,28 მილიარდი შეხვდებათ, ევროპალიგის მონაწილეებს კი - სულ მცირე, 381 მილიონი. ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის გუნდი გარანტირებულად უკვე 12 მილიონ ევროს მიიღებს და არა 8,6 მილიონს. გამარჯვებულს 15 მილიონი შეხვდება, ნაცვლად აქამდელი 10 მილიონისა.
რაც შეეხება ევროპალიგის გამარჯვებულს, ის 1,08 მილიონით გამდიდრდება. აქამდე ამ ტურნირის მომგები გუნდი 360 ათასს იღებდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"