სერხიო აგუერო: მესის ფეხი ისე გაუსივდა, ბუცს ვერ იცვამდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის სალვადორსა და ეკვადორთან ამხანაგურ მატჩებში უთამაშებლობის შესახებ ისაუბრა.

"ლეოს უნდა თამაში. მას ყოველთვის სურს მოედანზე გასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო ამის გაკეთება. ფეხი ისე გაუსივდა, რომ ბუცის ჩაცმასაც ვერ ახერხებდა.

მესი გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ თამაში ვერ შეძლო, მაგრამ მარტინომ აუხსნა, რომ ახლა უკეთესია, არ გარისკონ და ბოლომდე მომჯობინდეს. ლეოს კი გარისკვა ნამდვილად არ სჭირდებოდა", - თქვა აგუერომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული