იური ჯორკაეფი სომხეთის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენისა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი იური ჯორკაეფი აღიარებს, რომ სომხეთის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს.

ცნობისთვის, იურის დედა სომეხი ჰყავს, მამა კი - სანახევროდ ყალმუხი და პოლონელი.

"მე სისხლით სომეხი ვარ. ჩემი მშობლები საფრანგეთში დაიბადნენ, მაგრამ ჩემი ბებია და პაპა სომხეთიდან იყვნენ. ლიონის სიახლოვეს გავიზარდე, სადაც დიდი სომხური დიასპორა იყო. ჩვენ სომხურ გარემოში, სომხური ფილოსოფიის სულით ვიზრდებოდით.

უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემში სომხური სისხლი ჩქეფს და საფრანგეთში დავიბადე. ჩემი
ოცნებაა, ერთ მშვენიერ დღეს სომხეთის საფეხბურთო ნაკრები გავწვრთნა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა და თუკი ხვალ მიმიწვევენ, ამ საკითხზე  აუცილებლად სერიოზულად დავფიქრდები.

თვალს ვადევნებ სომხეთის ნაკრების გამოსვლას. ვიცნობ იურა მოვსისიანს, ჰენრიკ მხითარიანს... სომეხი ფეხბურთელების კარგი თაობა გვყავს და ამას დაფასება სჭირდება.

სომხეთი პატარა ქვეყანაა და მუდმივად არ არის განებივრებული ნიჭიერი ფეხბურთელების სიმრავლით. შესაბამისად, არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი", - აქვეყნებს ჯორკაეფის ნათქვამს პორტალი News.am.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ასე გიყვარდა გეთამაშა სომხეთის ნაკრებში!
irakli
15:39 21-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული