ლიონელ მესი ორი შვილის მამა გახდება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის შეყვარებული ანტონელა როკუცო ფეხმძიმედაა.

როკუცო სამი თვის ორსულია, მესის ოჯახში მატება კი, სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს 2 წლის ვაჟი ტიაგო. ხოლო რაც შეეხება მეორე შვილს,
იმ შემთხვევაში, თუ ბიჭი დაიბადება, წყვილს სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ბენჟამინი. ეს სახელი არგენტინაში საკმაოდ პოპულარულია და სხვათა შორის, სერხიო აგუეროს შვილსაც ბენჟამინი ჰქვია, რომლის ბაბუა დიეგო მარადონაა, ხოლო ნათლია - ლიონელ მესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული