როკუცო სამი თვის ორსულია, მესის ოჯახში მატება კი, სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს 2 წლის ვაჟი ტიაგო. ხოლო რაც შეეხება მეორე შვილს,
იმ შემთხვევაში, თუ ბიჭი დაიბადება, წყვილს სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ბენჟამინი. ეს სახელი არგენტინაში საკმაოდ პოპულარულია და სხვათა შორის, სერხიო აგუეროს შვილსაც ბენჟამინი ჰქვია, რომლის ბაბუა დიეგო მარადონაა, ხოლო ნათლია - ლიონელ მესი.