"ყატარში დაგვაპატიმრეს. დაგვკითხა ადგილობრივმა პოლიციამ და დაზვერვის სამსახურმა, - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" გერმანული ტელეარხის, ARD-ის კორესპონდენტმა ფლორიან ბაუერმა. - რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალული გვქონდა ქვეყნის დატოვება. ყველანაირი მასალა წაგვიშალეს, ტექნიკა კი დააზიანეს".
მეორე გერმანული არხი WDR, რომელიც ასევე მუშაობდა ფილმზე, გვამცნობს, რომ მათი რეპორტიორების ბრიგა
გადასაღები აპარატურა, ნოუთბუკები და პერსონალური მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და მხოლოდ ოთხი კვირის შემდეგ დაუბრუნეს. ყველა მონაცემი წაშლილი იყო, ტექნიკა კი დაზიანებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყატარში მასმედიის წარმომადგენლებს აკავებენ. 2013 წლის ოქტომბერში ორი გერმანელი ჟურნალისტი დააპატიმრეს იმ მომენტში, როცა საფეხბურთო სტადიონების მშენებლობას იღებდნენ.
ისინი 27 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა საქმეში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია. ჟურნალისტები გეგმავდნენ მასალის მომზადებას სტადიონების მშენებლობისას შრომის აუტანელი პირობების შესახებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"