სპორტი და ფინანსები: პსჟ ყველაზე ხელგაშლილია

AutoSharing Option
ერთი საინტერესო კვლევის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" საშუალოდ კვირაში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს მოთამაშეების ხელფასებში.

ეს კვლევა 13 ქვეყნის 17 სხვადასხვა ლიგითა და 333 გუნდით დაინტერესდა. საუბარია როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო კლუბებზე, ამერიკულ ფეხბურთზე, კრიკეტზე, ბეისბოლზე, ჰოკეიზე...

ძველი ლიდერი "მანჩესტერ სიტი" გახლდათ, რომელიც ახლა მესამე საფეხურზე დაქვეითდა. ზოგადად, ათეულში ინგლისის პრემიერლიგის გუნდები დომინირებენ, მაგრამ პირველზე ახლა "პარი სენ-ჟერმენი" გადავიდა. ისე, მთლიანობაში, ყველაზე მაღალანაზღაურებად კლუბად NBA რჩება, რომელიც ყოველწლიურად ხელფასებში საშუალოდ 2,67 მილიონ ფუნტს ხარჯავს. შედარებისთვის, ინგლისის პრემიერლიგის გუნდების გასავალი
საშუალოდ 2,23 მილიონია.

საინტერესოა, რომ NBA-ში ხელფასები უფრო თანაბრად გადანაწილებულია და ათეულში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არც ერთი გუნდი არ ხვდება. საერთოდაც, იქ მხოლოდ ორი არასაფეხბურთო კლუბია, ორივე ბეისბოლის - საუბარი "ლოს ანჯელეს დოჯერსსა" და "ნიუ იორკ იანკისზეა".

თანხა ფუნტ სტერლინგებში
1. პსჟ 101 896
2. რეალი 96 933
3. სიტი 96 445
4. ბარსელონა 90 675
5. დოჯერსი 89 999
6. მანჩესტერი 89 988
7. ბაიერნი 85 935
8. ჩელსი 83 713
9. იანკისი 81 992
10. არსენალი 77 963

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული