დიკ ადვოკაატმა მწვრთნელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
დიკ ადვოკაატმა "სანდერლენდი" დატოვა და სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებს. იგი "შავ კატებში" მარტში დაინიშნა და გუნდისთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მომავალ სრულ სეზონში "ლაითზე" მუშაობა აღარ სურს.

"ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი სწორედ "სანდერლენდს" უკავშირდება. თუმცა ცხოვრებაში დგება კონკრეტული მომენტები, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მე თითქმის 68 წლის ვარ და უკვე წასვლის დროა. არაერთი გუნდი მიკავშირდებოდა, მაგრამ მარტივი მიდგომა მქონდა - ან "სანდერლენდი", ან არავინ" - თქვა ადვოკაატმა.

"სანდერლენდის" თავმჯდომარე ელის შორტი: "მიუხედავად იმისა, რომ გულდაწყვეტილი ვარ,
აბსოლუტურად მესმის და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მან ამ პერიოდში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარი კვალი დატოვა გუნდის ისტორიაში. ჩეენ ყოველთვის მადლობლები ვიქნებით იმისთვის, რაც მან გააკეთა".

ყოფილი მცველ-ნახევარმცველი ადვოკაატი სამწვრთნელო საქმეში 32 წლის ასაკიდანაა. მას იმდენ პოსტზე უმუშავია და იმდენი საინტერესო რამ გადახდენია, რომ ამაზე დაწვრილებით საუბარს რომ მოვყვეთ, გაზეთის რამდენიმე ნომერი შეიძლება დაგვჭირდეს. აღვნიშნოთ, რომ მან პსვ-სა და "რეინჯერსთან" ერთად, შესაბამისად, ჰოლანდიისა და შოტლანდიის მასშტაბით თითქმის ყველაფერი მოიგო.

ასევე, წვრთნიდა მშობლიურ ნაკრებს. თუმცა უდიდეს წარმატებას, ალბათ, მაინც, "ზენიტთან" ერთად მიაღწია, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატი, თასი, უეფას თასი და უეფას სუპერთასი მოაგებინა. 2008 წელს იგი სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქე გახდა. ასეთი პატივი 1866 წლის მერე არც ერთ უცხოელს არ ღირსებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული