მარკო ვან ბასტენის სიმბოლური: უკან "მილანი", წინ "ბარსელონა", შუაში ზიდანი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა წარმოადგინა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია.

ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"): ძალიან კარგი მეკარე, ერთ-ერთი საუკეთესო თავის ეპოქაში. მას ჩინებული პიროვნული თვისებები აქვს, რაც ასევე დაეხმარა, კარგი მეკარე გამხდარიყო. ძალიან კარგად ეხმარება თავისი გუნდის დაცვას.

მაურო ტასოტი ("მილანი"): მარჯვენა ფლანგზე იქნება ტასოტი, რომელიც მხოლოდ კარგი მცველი არ ყოფილა. მას უყვარდა წინ წასვლა და ფორვარდების პასებით მომარაგება.

ალესანდრო კოსტაკურტა ("მილანი"): ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომელიც "მილანში" მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა. მისი გავლა ძალიან რთული
იყო, თუნდაც ვარჯიშებზე.

ფრანკო ბარეზი ("მილანი"): მას დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში; აგრეთვე, ბურთის ამოტანა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

პაოლო მალდინი ("მილანი"): მე ის მარცხენა ფლანგზე დავაყენე, თუმცა ნებისმიერ ადგილზე კარგი იყო. შეეძლო წინ წასვლა და გოლების შექმნა.

ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"): ჩავისთან ერთად, ეხმარებოდა "ბარსელონას" ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე დომინირებაში.

ჩავი ("ბარსელონა"): ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ისტორიაში. მისმა ოსტატობამ "ბარსელონას" ბევრი ტიტული მოუტანა.

ზინედინ ზიდანი ("იუვენტუსი", "რეალი"): ის შუა ხაზის გენერალი იყო. მისი ტექნიკა, ფინტები, პასები მრავალი ლამაზი გოლის გარანტია იყო.

ლიონელ მესი ("ბარსელონა"): ის ამ გუნდის ვარსკვლავია და აბსოლუტურად საუკეთესო ბოლო 20 წელიწადში. მესი, უბრალოდ, ფანტასტიკურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ არის ყველა დროის საუკეთესო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგია.

რონალდინიო ("ბარსელონა", "მილანი"): "ბარსელონაში" და შემდეგ "მილანში" ის დიდი ვარსკვლავი იყო. შექმნა ბევრი გოლი თავისი დრიბლინგისა და პასის კულტურის ხარჯზე; ასევე, ბევრი გაიტანა ბრწყინვალე საჯარიმოებით.

რონალდო ("ბარსელონა", "ინტერი", "რეალი"): პირველი რონალდო და არა კრიშტიანო. თუ დავბრუნდებით 90-იან წლებში, მან ბევრი გააკეთა "ბარსელონასთვის", შემდეგ კი "ინტერისა" და "რეალისთვის". გაიტანა ძალიან ბევრი გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ უკან ხავი ინიესტა და ზუდანი გყავს მერე მესი და რონსლდინიუ კიჭა ზედმეტა იმიტომ კიარა ქრისჰტიანო ჯობია უბრალოდ საჯარიმოშI Dასწრებაზე მოთAმაშე გჭირდება და არა ფენომენი დრიბლინგიორი.საჯარიოშI Kი ქრიშტიანო ყველადროის საუკეთEსო თAვდამსხმელია.კიდევ დაცვა ჩამშLელი ჯობია ვიდრე შEმქმნელი ან დროს .
Mosexoneli
05 მარტი 2020 12:03
2
მალდინი მარჯვინ ვერ ითამაშებდა ცაცია იყო. ისე კოსტაკურტას ნაცვლად შეიძლება და მარცხნივ კარლოსი. ნახევარდაცვა ყველა დროსი საუკეთესო 3 მოთამაშეა. შეტევა გემოვნების საკითხია. იდეალურზე იდეალური ჩემთვის მარა იქ ანრიც და კიდე რამდენიმე კაცი შეიძლება ფრჩხილებში მიეწეროს.
coco
12 ივნისი 2015 20:50
2
მარცხნივ წერია მალდინი
zuka
29 თებერვალი 2020 14:47
0
ფრატერნიტი - მალადეც!შენი ვარიანტი ბევრად ჯობია.მეც ზუსტად მასე გავიფიქრე.
gulshematkivari
04 ივნისი 2015 03:58
0
მარკოს ბიჭები :)
Del Piero 10
03 ივნისი 2015 14:53
0
ლამი სადააა? მანდ ჩამისვით სადმე!!!
და რონალდოს ფრჩხილებში ანრი მივუწეროთ
.....
02 ივნისი 2015 14:27
0
ერთადერთი ნესტას დავაყენებდი ცენტრში ბარეზისთან ერთად. მალდინის მარჯვნივ გადავიყვანდი და მარცხვნივ რობერტო კარლოსი. დანარჩენი იდელურია
fraternity
02 ივნისი 2015 13:47
0
იდეალურია
კოღო
02 ივნისი 2015 13:14
0

სიახლეები პოპულარული