ოჯახი ინგრევა: უეფა ფიფას ეყრება! ბრაზილია და არგენტინა ევროპის ჩემპიონატში?

AutoSharing Option
ფოტოზე: იოზეფ ბლატერი, მიშელ პლატინი, ზვიად სიჭინავა
ფიფაში მომხდარი სკანდალის ფონზე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად ზეპ ბლატერის მორიგი ვადით არჩევამ ევროპული ფეხბურთი, რომ იტყვიან, ყალყზე დააყენა.

უეფა, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობს. ფიფას წინააღმდეგ სერიოზული დემარში იგეგმება.

შესაძლოა, ძველი კონტინენტის საფეხბურთო ოჯახმა ფიფასთან გაყრის გადაწყვეტილება მიიღოს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბლატერის წინააღმდეგ ილაშქრებს ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტიც.

როგორც 1-ელ ივნისს ტელეკომპანია TVS-ის ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, უეფა ლამის ერთსულოვანია გამოყოფის საკითხში და სწორედ ამაზე იქნება მსჯელობა ბერლინში (სადაც
6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა გაიმართოს) დაგეგმილ აღმასკომის სხდომაზე.

სიჭინავას თქმით, მუშავდება ასეთი პროექტი - ფიფადან გამოყოფის შემდეგ ევროპა ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებს კონტინენტის პირველობას, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ... ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები.

რა ვადებში მოხდება ეს, ძნელი სათქმელია. იმის ალბათობაც არის, რომ საბოლოოდ ყველაფერი გაყრით არ დასრულდეს და უეფამ, როგორც ფიფას ყველაზე გავლენიანმა წევრმა, აიძულოს ბლატერი - ან დატოვოს პოსტი, ან სერიოზულად გარდაქმნას ორგანიზაცია, რაც, ვეჭვობთ, "რკინის ზეპისგან" რეალური იყოს.

ასეა თუ ისე, მიშელ პლატინიმ უეფა დარაზმა და გადამწყვეტი შეტევისთვის მოემზადა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
USA & UK forever. ბლატერს და ფიფა-ს თავში აუვარდათ და დამოუკიდებელი თამაში მოინდომეს. დაავიწყდათ, ვინ არის მთავარი. აშშ-ს და ბრიტანეთის გარეშე ამ პლანეტაზე არაფერი წყდება. "ატამანს ნუ აუხირდები, ეგორ"(გამგები გაიგებს).
თემო
13:21 02-06-2015
0
ბლატერი ნაციონალი ხომ არაა ნეტავ?
ფან.39
11:56 02-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული