"ველოდები ძალიან კარგ, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩს. გამორჩეულს ამ დაპირისპირებას ის ხდის, რომ გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ჰეთ-თრიკს ასრულებს და ისტორიაში შევა. ვინ არის ფავორიტი? გუნდი, რომელსაც მესი ჰყავს, ყოველთვის ფავორიტია, მაგრამ "იუვენტუსი" ბრწყინვალე გუნდია".
პორტუგალიელს ბოლო დღეებში აქტუალურ თემაზეც ჰკითხეს, კერძოდ კი, ეჟი დუდეკის ავტობიოგრაფიიდან ამონარიდზე კომენტარი სთხოვეს - პოლონელმა მეკარემ 2011 წელს "ბარსელონასთან" ნათამაშები ფრე და ამ შეხვედრის მერე ჟოზეს ემოციური რეაქცია გაიხსენა. "განსაკუთრებულმა" ტრადიციული ირონია არ დაიშურა.
ამის მერე მან ყვირილი დაიწყო: "როგორ გავაოცებდით მეტოქეს, თუ ჩვენ შორის ვირთხაა? დიახ, დიახ, ვირთხა". თვალებზე ცრემლი მოადგა. არასოდეს მინახავს ჟოზე ასეთ მდგომარეობაში, იგი ძალიან ემოციური იყო და ყვირილს აგრძელებდა: "სად არის ვირთხა? ვინ არის ვირთხა? ვინ შეიძლება იყოს?". შემდეგ თითი გრანეროსკენ გაიშვირა და თქვა: იქნებ ეს შენ ხარ?" გრანერო მადრიდში დაიბადა და გაიზარდა, მოურინიომ კი არჩევანი ასე ახსნა: "ეს ვინმე ისეთი უნდა იყოს, ვინც დიდი ხანია, გუნდშია".
"ჩელსის" თავკაცმა კი ცინიკურად მიგვანიშნა, რომ დუდეკი ტირაჟზე ზრუნავს: "ნუ მაცინებთ. არა, მართლა, ეს დუდეკმა თქვა ან დაწერა? გრანერო ნამდვილი პროფესიონალი და მთელი ცხოვრებით შეძენილი მეგობარია. და წიგნის მიზანი რა არის? იმ ბავშვებისთვის გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც მეკარეობა სურთ?".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"