10:52 05-06-2015
უკრაინელი ფანები კვლავ მოედანზე შეცვივდნენ და კარები გატეხეს [VIDEO]
AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარს" შორის ფინალური შეხვედრა "ოლიმპიურზე" გაიმართა და არასასიამოვნო ინციდენტით დასრულდა.
მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "დინამომ" ანგარიშით 5:4 იმარჯვა.
როცა პენალტების სერიაში ანგარიში 3:3 იყო, მოედანზე რამდენიმე ფანი შევარდა, მაგრამ მათი უკან სტადიონზე დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ეს ინციდენტის მხოლოდ დასაწყისი იყო.
გუნდების მიერ თითო-თითო გატანილი ბურთის შემდეგ ალექსანდ შოვკოვსკიმ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და "დინამოს" თასის ფინალში გამარჯვება მოუტანა.
ამ მომენტის შემდეგ მოედანზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი შევარდა. თავიდან ისინი, უბრალოდ, ზეიმობდნენ და ფეხბურთელებს ულოცავდნენ, შემდეგ კი საფეხბურთო კარები გატეხეს.
გულშემატკივრებს მოედნიდან გასვლას ჯერ ფეხბურთელები სთხოვდნენ, შემდეგ კი ფანებთან უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი ჩავიდა.
საბოლოო ჯამში, ფანებმა მოედანი 15 წუთის შემდეგ დატოვეს. მათი დაწყნარება მხოლოდ უკრაინის ჰიმნის აჟღერების დროს მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა "ოლიმპიურზე" ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მოხდა, როცა ერთმანეთს "დნიპრო" და "ნაპოლი" ეთამაშებოდნენ.
ასევე იხილეთ:
რა ხდებოდა სტადიონზე კანკავას გუნდის გამარჯვების შემდეგ [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ესეც რუსების ბრალია? დნიპრო ნაპოლის დროსაც იგივე რაოდენობის ხალხი შევიდა სტადიონზე.
0
0
gio-ს. რა უაზრო კომენტარს აკეთებ. რა შუაშია აქ რუსეთის ხსენება. თუმცა სადღაც შიძლება მაგ უგვანოების დადანასაულებაც, რადგან, ჩვენი არ იყოს, უკრაინელებსაც მაგრად დააწყვიტეს ნევრები მაგ ფაშისტებმა და დამყრობლებმა. ყველა დამყრობელი სახელმწიფოს ბოლო კი, დაშლა-დაქუცმაცებაა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული