ყველაზე უცნაური ტრავმები: ელექტრობურღით, ოდეკოლონით, ბეჭდით და ხატით...

AutoSharing Option
ფეხბურთს ახასიათებს უცნაურობები მინდორზე და მინდვრის მიღმა. დღეს იმ ფეხბურთელებზე გიამბობთ, რომლებმაც სხვადასხვა დროს უცნაურ სიტუაციებში მიიღეს ტრავმები.

საინტერესოა, რომ ამ ჩამონათვალში ჩვენებური ოთარ ხიზანეიშვილიც მოხვდა.

ფრთხილად, რძეა!
შეიძლება, ბევრს არც კი სმენია ფეხბურთელ ადამ ჩეპმენის შესახებ. სამაგიეროდ, მისი ყვირილი გაიგო არა მხოლოდ ცოლმა, არამედ მთელმა სამეზობლომ.

"ოქსფორდის" ნახევარმცველმა ბავშვისათვის განკუთვნილი ცხელი რძე მკერდზე შემთხვევით გადაისხა და საშინლად გამწარდა.

მეორე დღეს მან მაინც ითამაშა ინგლისის ჩემპიონატის შეხვედრაში.

როცა ხარირემი მოგდევს
70-იან წლებში ნორვეგიის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, სვენ გრენდალენს ნადირობის დროს ხარირემი გამოეკიდა.
ფეხბურთელი რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, თუმცა ფეხი მძიმედ დაიშავა.

ორი კვირის განმავლობაში ის უქმობდა, თუმცა მთავარია, გადარჩა.

ზიანის მომტანი ტელევიზორი
მაშინ რიო ფერდინანდი "ლიდსში" თამაშობდა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ პოზაში უყურებდა ტელევიზორს. ამ დროს დარეკა ტელეფონმა. რიომ ტკივილი იგრძნო.

აღმოჩნდა, რომ მკვეთრი მოძრაობით მან მყესი დაიჭიმა. ამის გამო მან "ლიდსის" შემდეგი შეხვედრა გამოტოვა.

Sportall.Ge

საბედისწერო ბეჭედი
შვეიცარიული "სერვეტის" ფეხბურთელს, პაოლო დიოგოს უცნაური ისტორია შეემთხვა. გატანილი გოლის შემდეგ ის საზეიმოდ ქომაგებისაკენ გაექანა და მესერზე ავარდა. მან ბეჭედი წვეროს წამოსდო და ნახევარი თითი გააყოლა.

უგულო არბიტრმა ფეხბურთელი გააფრთხილა...

ძაღლის ოინები
"ჩელსის" იტალიელი მეკარე, კარლო კუდიჩინი ლეკვს მშვიდად ასეირნებდა, როდესაც ოთხფეხამ რაღაც იგრძნო, პატრონს დაუსხლტა და წინ გავარდა.

ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კუდიჩინი დაეცა. მან მუხლი დაიშავა. დაახლოებით ასეთივე ისტორია შემთხვა ფრანგ მცველს, ჟულიენ ესკუდეს.

ოდეკოლონის ფლაკონი
სანტიაგო კანისარესის ცნობილი ისტორია ყველამ ვიცით. მან ოდეკოლონის ფლაკონზე გადაიჭრა ფეხი, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა. ზუსტად ასეთი ტრავმა მიიღო მეკარე დევიდ ბიზანტმა.

Sportall.Ge

ზონრების ამბავი
სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მიხაელ რენზინგმა ზონრების შეკვრისას მიიღო ტრავმა, რითაც ძალიან გააბრაზა ოტმარ ჰიტცფელდი.

გაკვირვებული იყვნენ ასევე მისი პარტნიორები "ბაიერნში". რენზინგმა ზურგის კუნთი დაიჭიმა. ჰიტცფელდმა გუნდში წესი შემოიღო-ამიერიდან მატჩისა და ვარჯიშის მსვლელობისას გოლკიპერს ზონარს მხოლოდ მინდვრის მოთამაშე უკრავდა.

რთულია ბურთის კარიდან გამოტანა
როგორც ჩანს, ბურთის კარიდან გამოტანა მეკარეებისათვის მხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით როდია რთული.

"მანჩესტერის" ყოფილი მეკარე როი კეროლი მაშინ "ვესტ ჰემში" თამაშობდა. ვარჯიშზე მას გოლი გაუტანეს. როიმ ბურთის გამოტანა სცადა და... ბადეში გაეხვია. მან დაიშავა მუხლი და სამი კვირა დაისვენა.

ავტომობილი
2012 წელს "ვალენსიას" არგენტინელი ტალანტი ევერ ბანეგა დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან. ბენზინგასამართ სადგურზე შესულ ბანეგას ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და ავტომანქანა დაგორდა.

მანქანამ ევერს ფეხზე გადაუარა. მას დასჭირდა ოპერაცია ნახევარი წელი გამოტოვა.

Sportall.Ge

მედუზა
2004 წელს, "სანდერლენდის" შეკრების დროს, ხულიო არკამ ბანაობა გადაწყვიტა. მან არ იცოდა, რა სირთულეებთან იქნებოდა ეს დაკავშირებული.

მას ეგზოტიკურმა მედუზამ უკბინა, რის შემდეგაც ფეხბურთელს ალერგია დაეწყო, აუტყდა ციება, მოიმატა ტემპერატურამ. იმ შეკრებაზე არკას მეტად აღარ უვარჯიშია.

კომპიუტერი
ალესანდრო ნესტა ფეხბურთს აზარტულად თამაშობდა არა მხოლოდ მინდორზე, არამედ კომპიუტერშიც. ერთ-ერთი "მატჩისას" ალესანდრომ ვეღარ მოზომა და ხელი დაიზიანა.

მას რამდენიმე შეხვედრის ჩატარება ფიქსირებული ხელით მოუხდა.

Sportall.Ge

ელექტრობურღი
ჩაბრუნებული ფრჩხილისაგან გათავისუფლება ფორვარდმა დარიუს ვესელმა მიკრო ელექტრობურღის გამოყენებით გადაწყვიტა.

საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ვასელმა ფეხზე საკმაოდ ღრმა ჭრილობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემტევს რამდენიმე კვირა გაუცდა.

ხატი
ტრავმა შეიძლება ფეხბურთელის რელიგიურობამაც გამოიწვიოს. მაშინ ოთარ ხიზანეიშვილი "დინამოში" თამაშობდა და ყოველთვისატარებდა მასიურ ხატს. მან ხატი ესპანურ შეკრებაზეც წაიღო და ნომრის კედელზე ჩამოკიდა.

ერთხელ, მომქანცველი წვრთნის შემდეგ, ოთარს ეძინა. მას ესიზმრა, რომ აუტს აწვდიდა. ხელის უხერხული მოძრაობა და... ხატი ხიზანეიშვილს თავში დაეცა. მხედველობა ოთარს სრულად მხოლოდ მკურნალობის შემდეგ აღუდგა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული