ბრაზილია-ვენესუელა 2:1 - დუნგას გუნდი პლეი-ოფშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშებაში პლეი-ოფის საგზური უკანასკნელად ბრაზილიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში ვენესუელა ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

22 ივნისს გამართულ შეხვედრაში ანგარიში ტიაგო სილვამ მე-9 წუთზე გახსნა, 51-ზე კი რობერტო ფირმინომ სხვაობა ორბურთიანი გახადა. დარჩენილ დროში ვენესუელელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - 84-ე წუთზე ბრაზილიელთა კარში ნიკოლას ფედორმა გაიტანა.

ტურნირის მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრები პარაგვაის 28 ივნისს დაუპირისპირდება. 25-ში მასპინძელი ჩილე ურუგვაის შეხვდება, 26-ში - ბოლივია პერუს, ხოლო 27-ში - არგენტინა კოლუმბიას.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
კოპა ამერიკა 2015. III
ტური: ჩილეს ურუგვაი ერგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული