ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 12 ივლისი

AutoSharing Option
13:05 დავიწყოთ ესპანეთით, რომლის დატოვება ძალიან უნდა პედროს. გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ფეხბურთელი ტელეფონით ესაუბრა "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს და ლონდონში გადასვლა გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ პედროს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

13:13 Daily Star-მა გაავრცელა მოულოდნელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნემანია ვიდიჩი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს. სერბი მცველით დაინტერესებულია "ევერტონი".

14:19 ესეკილ ლავეცის აგენტის თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის "იუვენტუსთან", რომელიც დაინტერესებულია არგენტინელით: "მზად ვართ განვიხილოთ ტოპ-კლუბების წინადადებები. "იუვენტუსი" კარგი კლუბია. თუ ის მოგვმართავს, სიხარულით დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ესეკილს იტალიაში
დაბრუნება უნდა. აქამდე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით "ინტერთან", მაგრამ მათმა სახელფასო ბიუჯეტმა გაართულა დიალოგი".

14:35 იკერ კასილიასმა პრესკონფერენცია მოიწვია და მადრიდს გამოეთხოვა: "მადლობა, რომ მოხვედით და ჩემთან ერთად გაიზიარეთ ეს განსაკუთრებული დღე. მინდა გამოვეთხოვო ყველას, ვინც მხარს უჭერს "რეალს". "პორტუში" მივდივარ იმ იმედით, რომ ეს შეიძლება ჩემი ბედი გახდეს. ყველა ღონეს ვიხმარ, რათა იქ არავინ დავაღალატო. 25 წლის შემდეგ დადგა რთული დღე, როცა უნდა გამოვეთხოვო კლუბს, რომელმაც ყველაფერი მომცა. ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი აქ კარგ და ცუდ მომენტებში. იმედი მაქვს, რომ კარგ ადამიანად დამიმახსოვრებენ. სადაც არ უნდა გადავიდე, ყოველთვის გავიმეორებ: Hala Madrid!!"

14:49 "მანჩესტერ იუნაიტედი" შვაინშტაიგერის შეძენით არ შემოიფარგლება. Manchester Evening-ის ინფორმაციით, ლუი ვან გაალს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მორგან შნაიდერლენიც სჭირდება.

15:00 Marca წერს, რომ "რეალი" და "მანჩესტერ იუნატედი" ახალ მოლაპარაკებებს წარმართავენ დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით. ამჯერად, ინგლისელები თავიანთ მეკარეში სერხიო რამოსსა და კეილორ ნავასს ითხოვენ.

15:08 "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაება კრისტიან ბენტეკესთვის ბრძოლაში, - წერს The Sun-ი. "წითელ ეშმაკებს" ბელგიელი უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე თომას მიულერი ან გონსალო იგუაინი.

15:16 "ტოტენჰემი" მზად არის, 20 მილიონი გირვანქა გადაუხადოს "ევერტონს" ჯეიმს მაკარტიში.

15:29 როგორც ჩანს, "ლივერპულმა" მიიღო "სიტის" 50-მილიონიანი წინადადება სტერლინგთან დაკავშირებით. რაჰიმი მანჩესტერულ კლუბში კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს.

15:39 Sky Sports-ი წერს, რომ სტერლინგი არ გაფრინდა "ლივერპულთან" ერთად ტაილანდში.

15:53 "სენტ ეტიენის" ფორვარდი მევლუთ ერდინჩი ახლოა "ჰანოვერში" გადასვლასთან, - იტყობინება Bild-ი. 28 წლის თურქი გერმანულ კლუბს 4 მილიონი ევრო დაუჯდება.

16:06 Estadio Deportivo ირწმუნება, რომ ჩირო იმობილემ დატოვა აზიურ ტურნეში მყოფი დორტმუნდის "ბორუსიის" რიგები. იტალიელი ნეაპოლში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის "სევილიასთვის".

16:13 წყარო დარწმუნებულია, რომ იმობილეში ესპანელები 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

16:18 აქვე ახალი ინფორმაცია იმობილეზე: "სევილია" იტალიელს ერთწლიანი იჯარით აიყვანს.

16:31 Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ჯეკო ცალი ფეხით "რომაშია". ბოსნიელი მოელაპარაკა "მგლებს" ხუთწლიან კონტრაქტზე, იტალიელები კი "სიტის" 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.

16:43 "რომას" ძალიან უნდა დესტროს "მონაკოში" გაშვება, თუმცა თავად ფორვარდს არ აქვს საფრანგეთში გადასვლის დიდი სურვილი. "მგლებს" მატიას გაყიდვა ჯეკოსთვის ფულის შესაგროვებლად სჭირდებათ.

16:48 "დორტმუნდმა" ოფიციალურად დაადასტურა იმობილეს იჯარით გადასვლა "სევილიაში".

17:00 "ორლანდო" იმედოვნებს, ორი კვირის განმავლობაში დაასრულოს ჩიჩარიტოს ტრანსფერი. MLS-ის კლუბის მფლობელმა პრესას აუწყა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების შესახებ.

17:30 "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ დანანებით აღნიშნა, რომ "ნერაძური" ვერ შეძლებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენას. მათ ფული არ ჰყოფნით.

17:39 რობინ ვან პერსი თურქეთში ჩავიდა და "ფენერბაჰჩეს" შარფი მოირგო.

18:01 გლენ ჯონსონმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სტოკ სიტისთან".

18:13 "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა დაადასტურა მისი კლუბის ინტერესი ანხელ დი მარიას მიმართ. "მომწონს დი მარიას თამაში. იმისთვის, რომ პსჟ-ის გაძლიერება ვცადოთ, საჭიროა, დიდი კლუბის ფეხბურთელების ტრანსფერებზე ვიმუშაოთ. მას შემდეგ, რაც ფინანსური fair play-ს სანქციები მოგვიხსნეს, ახლა უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს. მაგრამ ამოცანა რთულია, რადგან მარტო ჩვენ არ გვსურს დი მარიას ხელში ჩაგდება", - ამბობს ბლანი L’Equipe-თან კომენტარში.

18:20 "რაც შეეხება ზლატანს, ეჭვი არასოდეს შემპარვია, რომ ის ჩვენთან დარჩებოდა. არანაირ ყურადღებას არ ვანიჭებ ჭორებს იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ვიცით, რომ ამ სეზონში ის გააგრძელებს პსჟ-ში გამოსვლას", - დაამატა პარიზელთა დამრიგებელმა.

18:26 ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჟო არაბეთის "ალ-შაბაბში" გადავიდა სათამაშოდ.

18:38 ედუარდო და სილვა "შახტარში" დაბრუნდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ბრაზილიელი ხორვატის ბოლო კლუბი "ფლამენგო" იყო.

19:10 "მაინცმა" შეიძინა 20 წლის ბესარ ჰალიმი, რომელიც აქამდე III ბუნდესლიგაში "შტუტგარტერ კიკერსში" თამაშობდა.

19:21 ფერნანდო ლორენტე გრძნობს, რომ "იუვენტუსში" ძალიან დიდი კონკურენციაა. "ტოტენჰემი" მზად არის გადაარჩინოს ესპანელი.

19:31 "ატლეტიკომ" უარი უთხრა "მანჩესტერ იუნაიტედს" იან ობლაკის გაყიდვაზე. მადრიდელები სლოვაკ მეკარეში 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ინგლისელები კი 28 მილიონს იხდიან.

19:40 Sky Italia წერს, რომ მარკ ბარტრამ, შესაძლოა, "ნაპოლიში" ამოჰყოს თავი. იტალიელებმა უკვე შესთავაზეს კატალონიელებს 13 მილიონი ევრო.

19:59 ვიტსელის აგენტი არ მალავს, რომ "მილანთან" მოლაპარაკებები გრძელდება. "ეს საიდუმლო არ არის. მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, მაგრამ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. ვიტსელს სურს, უფრო კონკურენტუნარიან ჩემპიონატში ითამაშოს", - ამბობს ნაპოლიტანო Tuttosport-თან კომენტარში.

20:27 მოჰამედ იატარა "ლიონიდან" "სტანდარდში" გადადის სათამაშოდ. 21 წლის ფორვარდისთვის ბელგიელები 3 მილიონ ევრო გადაიხდიან (L’Equipe).

20:39 იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ უნგრელმა ჯუჯაკმა მოლაპარაკებები გამართა "ბეშიქთაშის" წარმომადგენლებთან.

20:50 Sportmediaset-ი დარწმუნებულია, რომ "ნაპოლი" "მილანიდან" იჯარით აიყვანს ბრაზილიელ მეკარეს, გაბრიელს.

20:55 იგივე წყარო წერს, რომ "ლივერპულმა" და "ფიორენტინამ", შესაძლოა, ფორვარდები გაცვალონ. ბალოტელი იტალიაში გაემგზავრება, მარიო გომესი - ინგლისში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული