ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრების მწვრთნელი აღარაა - რამდენი იზარალეს რუსებმა

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა და ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტეს.

ამის შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა: "რფკ მადლობას უხდის ფაბიო კაპელოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მას შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში", - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის 69 წლის იტალიელი სპეციალისტი კომპენსაციის სახით დაახლოებით 15 მლნ ევროს მიიღებს.

ფაბიო კაპელოს მუშაობითა და შედეგებით რუსეთში დიდი ხანია, უკმაყოფილონი არიან. კაპელომ რუსეთის ნაკრები 2012 წლის ივლისში
ჩაიბარა, 2014 წლის იანვარში კი კონტრაქტი ოთხი წლით გახანგრძლივდა. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა ჯგუფიდან ვერ გავიდა. წელს ნაკრებმა მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მოიგო და ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული