ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 16 ივლისი

AutoSharing Option
13:13 "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთმინება "რეალთან" მოლაპარაკებებისას იწურება. AS-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა გაზარდეს საკუთარი წინადადება 45-დან 60 მილიონამდე, მაგრამ ეს მათი ბოლო ფასია. ამის შემდეგ "იუნაიტედი" აღარ შეეხვეწება "რეალს" სერხიო რამოსის გამო.

13:18 "იუნაიტედს" სჯერა, რომ მადრიდელები თავად მოთამაშის სურვილს გაითვალისწინებენ, რომელსაც სურს "რეალის" დატოვება. ადრე ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ არ გაუშვებს რამოსს.

13:39 იორდი კლასი ოფიციალურად გახდა "სანდერლენდის" ფეხბურთელი. "ფეიენოორდმა" თავის ყოფილ კაპიტანში 12 მილიონი ევრო აიღო.

13:50 Sky Sport Italia წერს, რომ "იუვენტუსი" დაინტერესებულია "ჩელსის" გარემარბით, ხუან კუადრადოთი. მომავალი გარიგების
დეტალები ცნობილი არ არის.

13:56 "იუვენტუსი" დაინტერესებულია "პორტუს" მცველით, ალექს სანდროთი. ტურინელებს კონკურენციას გაუწევს "მანჩესტერ სიტი".

14:03 რობინიო ჩინეთის "გუანგჯოუში" გადავიდა, რომელსაც ლუიშ ფელიპე სკოლარი ავარჯიშებს. 31 წლის ბრაზილიელმა ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

14:11 AS წერს, რომ კიკო კასილია "რეალში" ითამაშებს. "ესპანიოლი" 28 წლის მეკარეში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

14:29 თურქული პრესა ელოდება ჯეფერსონ ფარფანის ტრანსფერს "გალათასარაიში".

14:36 "ხეტაფემ" ერთწლიანი იჯარით "სანდერლენდიდან" აიყვანა სანტიაგო ვერგინი.

15:04 ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ უახლოეს საათებში არტურო ვიდალის ტრანსფერი დასრულდება. გარიგების თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

15:10 Sport Mediaset-ი ამტკიცებს, რომ "ჩელსი" "ზენიტს" 34 მილიონ ევროს გადაუხდის აქსელ ვიტსელში. რომან აბრამოვიჩი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

15:14 L`Equipe-ი ამტკიცებს, რომ ანხელ დი მარიასთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პსჟ-ს შორის გარიგება კვირის ბოლოს დასრულდება.

15:31 ჯერმენი ლენსმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სანდერლენდთან". კიევის "დინამომ" 12 მილიონი ევრო მიიღო.

15:40 გერმანიის იუნიორთა ნაკრების კაპიტანი ჯონათან ტაჰი "ჰამბურგიდან" "ლევერკუზენში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა. კონტრაქტი ხუთწლიანია.

15:46 "ტორინო" ახალი შენაძენით იწონებს თავს. კლუბმა "ატალანტადან" 23 წლის ნახევარმცველი დანიელე ბაზელი აიყვანა.

15:52 "ტოტენჰემის" მცველმა იუნეს ქაბულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "სანდერლენდში".

16:16 "ლივერპულმა", როგორც იქნა, შეათანხმა კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერის თანხა "ასტონ ვილასთან". ბირმინგემული კლუბი 32.5 მილიონ გირვანქას მიიღებს.

16:26 Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ "ინტერმა" და "შალკემ" მოილაპარაკეს ჯერდან შაჩირის ტრანსფერზე. შვეიცარიელში მილანური კლუბი 15 მილიონი ევროს აღებას აპირებს.

16:37 "ტოტენჰემი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "სევილიასთან" რობერტო სოლდადოს გაყიდვის თაობაზე. ლონდონელებმა ეს მოთამაშე 2013 წელს 26 მილიონ გირვანქად იყიდეს და ახლა 11 მილიონად ყიდიან.

16:44 "ევერტონის" მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა Daily Express-ს განუცხადა, რომ ჯეიმს მაკარტის არ გაყიდიან "მანჩესტერ სიტიში".

16:50 "ჩელსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რომ მოჰამედ სალაჰი არ გაემგზავრება კლუბთან ერთად ჩრდილოამერიკულ ტურნეში.

16:56 ედინ ჯეკო მსჯელობს დე ბრუინის სავარაუდო ტრანსფერზე "სიტიში". "ვოლფსბურგს" არ შეუძლია დიდხანს თავისი სუპერვარსკვლავების შენარჩუნება, მაგრამ კევინ დე ბრუინი კიდევ ერთი სეზონით დარჩება გერმანიაში", - განაცხადა ფორვარდმა.

17:01 La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ "რომამ" ყურადღება მიაქცია ალექსანდრ ლაკაზეტს.

17:08 "ლიონის" მთავარი მწვრთნელი იუბერ ფურნიე უარყოფს ლაკაზეტის სავარაუდო წასვლას. "არ ვღელავ იმის გამო, რომ ის შეიძლება სხვა კლუბში წავიდეს, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე არ გადაიხდის 50-60 მილიონ ევროს. ვფიქრობ, ლაკაზეტი დარჩება ჩვენთან", - განუცხადა ფურნიემ ESPN-ს.

17:33 "ინტერს" ფული არ ჰყოფნის პერიშიჩის საყიდლად, მაგრამ არსებობს რანოკია. "ნერაძურის" კაპიტანი შეიძლება "ვოლფსბურგთან" გარიგების ნაწილი გახდეს.

17:39 "ლოს ანჯელეს გელაქსიმ" გამოაცხადა ჯოვანი დოს სანტოსის ტრანსფერის შესახებ. "ვილიარეალთან" გარიგების დეტალები უცნობია. 26 წლის მექსიკელი წელიწადში 3.4 მილიონ დოლარს მიიღებს.

17:46 ფრანკ დე ბურმა დაადასტურა, რომ "არსენალის" ფორვარდი იაია სანოგო უახლოეს სეზონს იჯარით "აიაქსში" გაატარებს.

17:52 Daily Telegraph-ი წერს, რომ "ასტონ ვილა" ამ კვირის ბოლომდე გაიფორმებს "ნიცას" მცველს, ჯორდან ამავის. გარიგების თანხა 9 მილიონი გირვანქა იქნება.

17:59 "პარი სენ-ჟერმენმა" იცის, რომ სტამბული შეცვლის მოტას, მაგრამ ჯერ ვერ მოელაპარაკა "ტოტენჰემს". ფრანგები 7 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ ლონდონელები მილიონით მეტს ითხოვენ, - იტყობინება Le Parisien-ი.

18:20 Daily Express-ი წერს, რომ ჟერემი მენეზი "ლივერპულს" აინტერესებს. "როსონერი" მზად არის, ფრანგს 15 მილიონ ევროდ შეელიოს.

18:26 Sabah-ი ამტკიცებს, რომ ანტონიო კასანო თურქეთში გააგრძელებს კარიერას. 33 წლის იტალიელი სამუელ ეტო'ოს შეუერთდება "ანტალიასფორში".

18:32 ვიტსელის ტრანსფერი "ჩელსიში" აწყობს "იუვენტუსს". თუ ლონდონელები ბელგიელს იყიდიან, მაშინ Sportmediaset-ის ინფორმაციით, დათანხმდებიან ტურინში ოსკარის გაშვებას.

18:46 Football Italia-ს ინფორმაციით, "რომა" შეხვდება "ჩელსის" წარმომადგენლებს სალაჰის ტრანსფერის განსახილველად.

18:51 Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ჯუზეპე მაროტა ჩავიდა გერმანიაში, რათა დაასრულოს ვიდალის ტრანსფერი "ბაიერნში".

18:56 "დეპორტივომ" კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა "უოტფორდის" მცველის, ხუანფრანის იჯარა.

19:06 "გალათასარაის" შემტევი ბრუმა მომავალ სეზონს იჯარით "სოსიედადში" გაატარებს. ესპანელებს 20 წლის პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

19:15 "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ლუის ენრიკესთან ერთად განიხილავს არდა თურანის სხვა კლუბში იჯარას. თურქი უნდა გაუშვან ისეთ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, რათა კატალონიელებმა შემდეგ შეძლონ ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა.

19:20 "იუვენტუსი" ყოველდღე აწყობს ახალწვეულების პრეზენტაციას. ამჯერად, მარიო მანჯუკიჩის ჯერი დადგა.

19:27 "მილანმა" ბოლო წინადადება გააკეთა რომანიოლისთან დაკავშირებით. "თუ "რომას" აწყობს 25 მილიონი ევრო, გარიგება შედგება. თუ არა, გავაგრძელებთ მცველის ძიებას", - მოჰყავს გალიანის სიტყვები La Gazzetta dello Sport-ს.

19:34 "იუვენტუსმა" უარი უთხრა "ნაპოლის" 22 მილიონ ევროდ დანიელე რუგანის გაყიდვაზე. სავარაუდოდ, 20 წლის მცველმა უნდა შეცვალოს ინგლისში წასული ოგბონა.

19:42 "ინტერის" 22 წლის ნახევარმცველი ლორენცო კრიგეტიგი ორწლიანი იჯარით "ბოლონიაში" გაუშვეს.

19:57 "პორტუმ" მოისურვა "ატლეტიკოს" მცველი გილერმე სიკეირა. Marca-ს ინფორმაციით, მხარეებმა უკვე განიხილეს ეს საკითხი ჯექსონ მარტინესის ტრანსფერის დროს.

20:23 Marca წერს, რომ ნიკოლას ოტამენდი მზად არის, გაფიცვა გამოუცხადოს "ვალენსიას" იმისთვის, რათა აიძულოს ხელმძღვანელობა, "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდოს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული