მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.

ესპანური მედიის ცნობით, 60 წლის ფუნქციონერს მხარს ოთხი კონფედერაცია უჭერს - სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL), კონკაკაფი, ოკეანიის ფეხბურთის კონფედერაცია (OFC) და უეფა.

ფიფას აღმასკომის სხდომა, სადაც პრეზიდენტის არჩევნების თარიღი უნდა გამოცხადდეს, 20 ივლისს ციურიხში გაიმართება. ფიფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ივნისში თანამდებობის ვადამდე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე მემკვიდრედ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახს განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული