7 მიზეზი, რის გამოც კრიშტიანო რონალდო შეიძლება ბისექსუალი იყოს

AutoSharing Option
ქვემოთ მოყვანილია 7 მიზეზი, რაც კრიშტიანო რონალდოს სექსუალურ ორიენტაციაზე ეჭვებს ბადებს.

ეფერება მეგობრებს
ივნისში პაპარაცებმა რონალდო ორაზროვან პოზაში გამოიჭირეს. ყველაზე ყვითელმა გაზეთებმა წერტილიც კი დაუსვეს პორტუგალიელის არატრადიციული ორიენტაციის თემას.

ბევრი ამტკიცებს, რომ ეს ფოტოშოპია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კრიშტიანო სასქესო ორგანოზე კი არ ეფერება მეგობარს, არამედ... მუხლებზე.

ძალიან ბევრს წუწუნებს თამაშის დროს
ლიონელ მესის ქომაგების საყვარელი არგუმენტი. კრიშტიანო მთელი მატჩის განმავლობაში უკმაყოფილოა, წუწუნებს. განუწყვეტლივ ასაჩივრებს მსაჯის ვერდიქტს.

გარეგნობაზე ჩაციკლული
წარსულს ჩაჰბარდა დრო და სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, მამაკაცმა თავს არ უნდა მოუაროს.
კრიშტიანოს მაინც ზედმეტი მოსდის. თუნდაც რონალდოს მოვლილი ფრჩხილები ფორას ბევრ სუპერმოდელს მისცემს.

ღამე ლენს ბასთან
რამდენიმე წლის წინათ (მაშინ კრიშტიანო ირინა შეიკს ხვდებოდა) ის ჩავიდა ნიუ იორკში და მთელი ღამე გაატარა ცნობილ მუსიკოს ლენს ბასთან.

ყველამ იცის, რომ ბასი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა.

ურთიერთობა რიანასთან
რიანასა და რონალდოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ორი წლის წინ ბარბადოსელ ლამაზმანს რონალდოსთან შესაძლო რომანზე ჰკითხეს.

"მე ბევრი გეი მეგობარი მყავს. პირადად კი სექსუალური მრავალფეროვნების მომხრე ვარ", - თქვა რიანამ.

კრიშტიანინიო
არც ერთ მეგობართან კრიშტიანოს არ ჰყავს ბავშვი. მისი ოთხი წლის შვილი, კრიშტიანინიო, სუროგატი დედის საჩუქარია.

არატრადიციული ორიენტაციის ვარსკვლავები ასეთ ხერხს ხშირად მიმართავენ. მაგალითად, ასე მოიქცა 2008 წელს სუპერვარსკვლავი რიკი მარტინი, როცა სუროგატმა დედამ მას ტყუპი აჩუქა.

და მაინც...
შესაძლოა, ის ბისექსუალია და არა გეი, რადგან მის ცხოვრებაში კვალი დატოვეს ძალზე ლამაზმა ქალბატონებმა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამის დამწერს ეტყობა მაგრად არ ევასება რონალდო,ისე ერთ რამეს გეტყვი ავტორ,ეგეთი ბოღმიანი რომ ხარ იასნია,თან ალბათ მესიზე აბოდებ,რა არგუმენტებიც აქ მოგყავს ამას უკანასკნელი ჟურნალისტიც კიარ დაწერს,თან მაგარი დაბოლილი რომ იყოს,გეტყობა იმ დონეზე გძულს რონალდო ეხლა ... გამოიყვანე,ასე რომ თავი შეიკავე შენი სუბიექტური აზრებისგან..
Beso
14:18 19-07-2015
0
მესის და რონალდოს ვინც ერთმანეთს ადარებს, იმას უბრალიდ ფეხბურთი ან არ ესმის ან რეალის ფანია! ჩემი გუნდი ბავარიაა, მაგრამ მესი ფენომენია და ამას ყველა აღიარებს, ვისაც ფეხბურთი უყვარს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული