L'Equipe: მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს

AutoSharing Option
მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს, რის შესახებაც ოფიციალურად 30 ივლისს გამოაცხადებს, - იუწყება L'Equipe-ი.

ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება, უეფას პრეზიდენტ პლატინის კი მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანლობისკენ საფეხბურთო ასოციაციების პრეზიდენტებმა მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ივნისში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რასაც წინ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ისტორიაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალი უძღვოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული