ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 30 ივლისი

AutoSharing Option
13:04 "მარკა" იუწყება, რომ სერხიო რამოსი "რეალთან" ახალ კონტრაქტს აწერს ხელს, რომელიც 2020 წლამდეა გათვლილი.

13:06 კატალონიური "სპორტი" წერს, რომ პედრო როდრიგესი "ბარსელონადან" ინგლისში მიდის, მაგრამ არა "ჩელსიში", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედში".

13:18 ესპანელი ჟურნალისტი გილიემ ბალაგე ირწმუნება, რომ ქარიმ ბენზემა მადრიდის "რეალიდან" არსად წავა.

13:27 იტალიელები წერენ, რომ "მილანი" მზადაა, აქსელ ვიტსელში "ზენიტს" 25 მილიონი ევრო გადაუხადოს და ხუთიც ბონუსად დაამატოს.

13:32 "სქაი სპორტსმა" გამოსტყუა კომენტარი ლორან ბლანს, რომლის თანახმადაც, ანხელ დი მარიას ტრანსფერი პსჟ-ში მალე განხორციელდება.

13:37 "სანდერლენდის" თავკაც
დიკ ადვოკაატს სურს პსვ-ს ფორვარდის, ოლა ტოივონენის დამატება.

13:40 ის, რაზეც ხშირად წერდნენ, ოფიციალურად ასრულდა - მარიო გომესი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელია. გერმანელი ფორვარდი იჯარით წავიდა სტამბოლში.

13:58 რაულ ხიმენესმა შესაძლოა, "ატლეტიკო" დატოვოს და პორტუგალიაში გადავიდეს. ნახევარმცველს კონტრაქტს "ბენფიკა" სთავაზობს.

13:59 "მარკას" თქმით, ასიერ ილიარამენდიმ "ლივერპულის" წინადადებაზე უარი თქვა და მადრიდის "რეალის" სასტარტოში მოხვედრაზე იბრძოლებს.

14:09 ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება პსჟ-სთან. რა იქნება მერე? "დიდი, დიდი სიურპრიზი", - ამბობს შვედი ფორვარდი.

14:12 Transfermarkt-ის ცნობით, "კიოლნის" მარჯვენა მცველი, სლოვენიელი მიშო ბრეჩკო "ნიურნბერგში" გადავიდა.

14:18 მოჰამედ სალაჰი "რომაში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

14:30 ბულგარელი დიმიტარ ევტიმოვი "ნოტინგემ ფორესტში" გადავიდა.

14:33 ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ პარიზში თავს დიდებულად გრძნობს და პსჟ-დან წასვლა არსად სურს.

14:43 ჯორჯო კიელინისა და ანდრეა ბარძალის ტრავმები აქვთ, ამიტომ "იუვენტუსი" დავიდე ასტორის მიადგა. წყარო "გაძეტა დელო სპორტია".

15:14 Goal.com-თან ინტერვიუში პიტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ დავიდ დე ხეას სთხოვს, არ წავიდეს "მანჩესტერ იუნაიტედიდან".

15:23 მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე სემ ჯონსტონმა პსჟ-სთან ითამაშა, მაგრამ თამაშის მერე ის "პრესტონში" გაანათხოვრეს.

15:25 დავიდე ასტორი, თითქოს, "იუვეში" მიდიოდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, მცველი "ფიორენტინაში" გადავა.

15:30 ხონას გუტიერესი, რომელსაც ღორულად მოექცნენ "ნიუკასლში", თავის მშობლიურ გუნდში, "ველეს სარსფილდში" ვარჯიშობს.

15:38 ნაკლებად ცნობილი გაზეთი La Razon-ი წერს, რომ დავიდ დე ხეა კვირის ბოლოს 35 მილიონ ევროდ გადავა მადრიდის "რეალში".

15:50 "გაზეტა დელო სპორტი" დანილო დამბროზიოს "ინტერიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებს. მისი ხელში ჩაგდება "ტოტენჰემსა" და "ვესტ ჰემს" სურთ.

16:14 "სქაი სპორტსი" წერს, რომ სულ უფრო ცხადი ხდება რიკი ლამბერტის წასვლა "ლივერპულიდან". ლამბერტი, ალბათ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში" გადავა.

16:17 პაბლო დანილო ოსვალდო "პორტუში" მიდის, ამის შესახებ A BOLA წერს.

16:25 ადრიან მუტუ კოკაინს შეეშვა და ინდურ "პუნაში" გადავიდა. 4-თვიან სეზონში რუმინელს 500 ათას ევროს გადაუხდიან.

16:42 "გლობო ესპორტეს" ინფორმაციით, "რომა" "ფლუმინენსეს" 18 წლის ტალანტ ჟერსონს უტრიალებს. მისი ფასი 15 მილიონი ევროა.

16:45 "ჩელსი" არ ეშვება "ევერტონს" და ახლა ჯონ სტოუნსის სანაცვლოდ, 42 მილიონ გირვანქას გამოდის.

17:27 შესაძლოა, ილქაი გიუნდოგანი, რომელსაც ნახევარ ევროპას უკავშირებდნენ, არსადაც არ გადავიდეს და "დორტმუნდში" დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, "შპორტ ბილდის" ვერსია სწორედ ასეთია.

17:37 "ლილის" ახალწვეულს სტოპილა სუნზუ ჰქვია და თან ის მცველია.

18:26 "ბომბა" ინფორმაცია გილიემ ბალაგესგან - ანხელ დი მარიას ტრანსფერი უკვე განხორციელდა და თან, 30 ივლისს. სატრანსფერო თანხამ 63 მილიონი ევრო შეადგინა.

18:52 მიქელანჯელო ალბერტაცი "მილანიდან" "ვერონაში" გადავიდა.

19:11 ფრანგი ჟორდან ვერეტუ ორ დღეში ჩაფრინდება "ასტონ ვილასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

19:35 კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ კევინ დე ბრუინსა და მარიო გიოტცეს "ვოლფსბურგი" და "ბაიერნი" არ გაცვლიან.

20:09 რუი ფონტე "ბენფიკადან" "ბრაგაში" გადავიდა.

20:37 შანსელ მბემბა ოფიციალურად გახდა "ნიუკასლის" წევრი.

20:40 Daily Mail-ი წერს, რომ "ტოტენჰემს" ახალგაზრდა გერმანელი ტიმო ვერნერი მოსწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული