პალესტინის ნაკრები, ისტორიაში პირველად, საშინაო მატჩს საკუთარ ტერიტორიაზე გამართავს

AutoSharing Option
პალესტინის ნაკრების ფეხბურთელები, ისტორიაში პირველად, ოფიციალურ მატჩს საკუთარ ტერიტორიაზე ჩაატარებენ. ამის შესახებ საემიროებში გამომავალი გამოცემა The National-ი იუწყება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პალესტინის ავტონომიისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, 8 სექტემბერს გაიმართება.

აქამდე პალესტინის ეროვნული გუნდი საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ატარებდა, საშინაო მატჩების საკუთარ მიწაზე გამართვის უფლება კი ფიფასთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო - პალესტინა აღარ ითხოვს ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ისრაელის გარიცხვას.

იმისათვის, რათა მატჩი შედგეს, თელ-ავივმა საემიროების ფეხბურთელები დასავლეთ ნაპირისკენ
უნდა გაატაროს. არადა, ისრაელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული