მინო რაიოლა: პოლ პოგბა "ბარსელონაში" არ გადავა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ გამორიცხა მისი კლიენტის "ბარსელონაში" შესაძლო გადაბარგება.

"თუ გულწრფელი ვიქნები, ის "ბარსელონაში" არ გადავა. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ კლუბის წარმომადგენლებს და მისი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.

"იუვენტუსიდან" მაშინ წავალთ, როცა სათანადო მომენტი იქნება, იქნება შესაფერისი პროექტი კლუბში და ყველა მხარე თანახმა იქნება.

პოგბას სეზონის ბოლოს "იუვენტუსის" დატოვება არ გადაუწყვეტია", - თქვა რაიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული