წლის ათი ულამაზესი გოლი, რომელიც ფიფამ ფერენც პუშკაშის პრემიაზე წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიფამ თავის საიტზე წლის ულამაზესი გოლისთვის დაწესებულ ფერენც პუშკაშის პრემიაზე 10 პრეტენდენტის სია გამოაქვეყნა. პრემიაზე წარდგენილია გოლები, რომლებიც 2014 წლის 27 სექტემბრიდან 2015 წლის 23 სექტემბრემდე გავიდა.

ხმისმიცემის მეშვეობით, რომელიც 30 ნოემბრამდე გასტანს, გულშემატკივრები სამ საუკეთესოს გამოავლენენ. მათში გამარჯვებული იანვარში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ წლის ულამაზესი გოლების ჩამონათვალში, ლიონელ მესის, ალესანდრო ფლორენცისა და კარლოს ტევესთან ერთად, დევიდ ბოლიცაა, რომელიც ინგლისის მესამე დივიზიონში მოთამაშე "ფლიტვუდის" ფეხბურთელია. ათეულში ასევე მოხვდა აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი კარლი ლოიდიც.

სრული ათეული
ასე გამოიყურება: გონსალო კასტრო (ურუგვაი), ალესანდრო ფლორენცი (იტალია), ვენდელ ლირა (ბრაზილია), ფილიპ მექსესი (საფრანგეთი), მარსელ ნჯენგი (კამერუნი), ესტებან რამირესი (კოსტა-რიკა), კარლოს ტევესი (არგენტინა), ლიონელ მესი (არგენტინა), დევიდ ბოლი (ინგლისი) და კარლი ლოიდი (აშშ).

შეგახსენებთ, რომ ბოლოს პუშკაშის პრემია მადრიდის "რეალისა" და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს მიაკუთვნეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Zogi iseti iyo, samcuxaroa tu uketesi golebi ar gavida
Levani
00:53 08-11-2015
0
მონტაჟიორებს ხელფასს უხდით? :დ
Lado
17:20 07-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული