იკერ კასილიასი "სამეფო ორდენის" მფლობელია

AutoSharing Option
პორტუგალიური "პორტოს" მეკარე იკერ კასილიასი ესპანეთის მთავრობის წევრმა მარიანო რახომ სპორტული დამსახურებისთვის "სამეფო ორდენით" დააჯილდოვა.

ცერემონია მონკლოას სასახლეში ჩატარდა. ამ ორდენს მოგვიანებით ასევე ჩავი ერნანდესი მიიღებს, რომელმაც ყატარიდან მადრიდში ჩაფრენა ვერ მოახერხა.

"არ ვიცი, დავიმსახურე თუ არა ეს ჯილდო, მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. ჩემს პროფესიულ კარიერაში ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა და საკუთარ თავს ამ სპორტს ვუძღვნიდი.

ეს ჯილდო ყველა კარგ მომენტს მაგონებს. გულშემატკივრის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მათთან ერთად ვიღიმოდი და ზოგჯერ ვტიროდი კიდეც", - განაცხადა კასილიასმა.

იკერ კასილიასმა ესპანეთის
ეროვნული ნაკრების მაისურით 164 შეხვედრა ჩაატარა, რაც სანაკრებო დონეზე აბსოლუტურ რეკორდად ითვლება. ის ორჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული