ესპანეთი-ინგლისი 2:0 - მარიო გასპარის გოლი-შედევრი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ნოემბერს ესპანეთის და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0. მატჩის ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

72-ე წუთზე ულამაზესი აკრობატული დარტყმით ანგარიში მარიო გასპარმა გახსნა. საბოლოო ანგარიში კი თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სანტი კასორლამ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ორივე ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მომავალ ამხანაგურ მატჩს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი 17 ნოემბერს, სტუმრად ბელგიასთან ჩაატარებს, როი ჰოჯსონის შეგირდები კი ამავე დღეს სპარინგს შინ საფრანგეთის ნაკრებთან გეგმავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული