ათენში ომი იყო, ფეხბურთი არა

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის მთავარი დაპირისპირების, "პანათინაიკოსი" "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ, 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ათენელ გულშემატკივართა მიერ ნასროლი ჩირაღდანი პირეოსელთა ისლანდიელ ლეგიონერ, ალფრედ ფინბოგასონს მოხვდა.

რეფერიმ მატჩი შეწყვიტა, რითაც "პანათინაიკოსის" ფანები განარისხა, რომლებმაც მინდორი დაიპყრეს და პოლიციას ნამდვილი ომი გაუმართეს. საბოლოოდ, 50-მდე ხულიგანი დაკავებულია.

"ოლიმპიაკოსის" ფანები სტადიონზე არ იმყოფებოდნენ, სტუმარი გუნდის ფანების დასწრება სუპერლიგაში უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული