მსოფლიოს ყველაზე ცუდმა გუნდმა ჟოზე მოურინიოს დასცინა

AutoSharing Option
ბრაზილიურმა "იბისმა" წინასაახალწლოდ საკუთარი გულშემატკივრის გახარება სცადა და ოფიციალური "ტვიტერის" მეშვეობით აცნობა, რომ ლონდონის "ჩელსიდან" რამდენიმე დღის წინ დათხოვნილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცალი ფეხით გუნდშია.

კონტრაქტი 2 წელზე იქნება გათვალისწინებული, ბონუსის სახით კი პორტუგალიელი სამომხმარებლო კალათას მიიღებს. ყოველი მარცხისთვის მწვრთნელი თითო-თითო კატას მიიღებს, დიდი ანგარიშით მარცხისთვის კი ხელფასი გაეზრდება.

კლუბმა პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი კარგი თამაშის ჩვენებას დაიწყებს, მოურინიოს დაუყონებლივ დაითხოვენ.

აქვე გეტყვით, რომ "იბისი" ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე სუსტ გუნდადაა აღიარებული. 1984
წელს კლუბი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც შეიყვანეს, რადგან 3 წელიწადსა და 11 თვეში ერთხელაც ვერ მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უფრო სწორად, დასაცინად.
Zaza
23:50 31-12-2015
0
ქართულ გუნდებზე უფრო ცუდი თუ არსებობდა, თანაც ბრაზილიაში, არ ვიცოდი.
irakli
18:23 31-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული