ესპანური კლუბი სტივ ნეშმა შეიძინა და იქ დელ პიეროს ნიშნავს

AutoSharing Option
"მალიორკას" კარგი დროება ნამდვილად არ უდგას, გუნდი მე-18 ადგილზეა სეგუნდა დივიზიონში და შესაძლოა, იქიდანაც გავარდეს. არადა, ბალეარის კუნძულების კლუბს არცთუ ცუდი ახლო წარსულით შეუძლია თავი მოიწონოს.

1916 წელს დაარსებული "მალიორკა" პერიოდულად ჩნდებოდა ელიტაში, სადაც ბოლოს 1997 წლიდან მოყოლებული, 2013 წლამდე გაძლო, ორჯერ მესამე ადგილზეც გავიდა. "მალიორკაზე" ბევრ ვარსკვლავს უთამაშია, მათ შორის, სამუელ ეტო'ოსა და დანიელ გუისას (კლუბის საუკეთესო ბომბარდირები).

თუმცა გავარდნის პირას მდგომი კლუბის ისტორია სულ სხვანაირად ვითარდება. "მალიორკას" შეძენით დაინტერესდა NBA-ს ექსვარსკვლავი სტივ ნეში.

ფეხბურთის ფანმა კანადელმა ნეშმა სიტყვა
საქმედ აქცია და "ფინიქსის" მფლობელ რობერტ სარვერთან ერთად, "მალიორკა" შეიძინა. ამ დუეტმა კლუბის აქციები შეიძინა, ჯამში 20 მილიონი ევროს ღირებულების.

41 წლის ნეშმა საკალათბურთო კარიერა შარშან დაასრულა. ის ნაწილობრივ უკვე ფლობს MLS-ის კლუბის, "ვანკუვერის" აქციებს.

ნეში სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული. მას საფეხბურთო სამყაროში ბევრი მეგობარი ჰყავს: ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, ოუენ ჰარგრეივსი და სხვები. ნეში ქალთა ფეხბურთის ინვესტორიცაა.

ახალი ამბავი კი ისაა, რომ ნეშს სურს, "მალიორკას" სპორტული დირექტორი იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დელპიერო ჩვენს გულებში ხარ!
georgiano
13:56 08-01-2016
0

სიახლეები პოპულარული