მესის კონკურენციას მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო და ბრაზილიელი თანაგუნდელი ნეიმარი უწევდნენ.
გარდა "ოქროს ბურთის" მფლობელისა, გამოვლინდნენ ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო გოლის ავტორი და საუკეთესო ფეხბურთელი ქალი.
ქალთა ფეხბურთში 2015 წლის საუკეთესო
ვაჟთა ფეხბურთში კი საუკეთესო მწვრთნელის წოდება კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ერგო, რომლის ხელმძღვანელობითაც კატალონიელებმა 2015 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
წლის საუკეთესო გოლად "გოიანეზიას" ფეხბურთელის ვენდელ ლირას მიერ გატანილი "მაკრატელა" დასახელდა.
2015 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი აშშ-ს ქალთა ნაკრების ფორვარდი კარლი ლოიდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
რაც შეეხება 2015 წლის სიმბოლურ გუნდს, მასში 4 "ბარსელონას" და 4 "რეალის" ფეხბურთელი მოხვდა. სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი)", ტიაგო სილვა (პსჟ), მარსელო ("რეალი"), რამოსი ("რეალი"), დანი ალვეში ("ბარსელონა"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), მოდრიჩი ("რეალი"), პოგბა ("იუვენტუსი"), ნეიმარი ("ბარსელონა"), მესი ("ბარსელონა), რონალდო ("რეალი).
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.