"შახტარის" ფეხბურთელებმა მირჩა ლუჩესკუს აზიდვები გააკეთებინეს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" შეკრებაზე ესპანეთში სახალისო შემთხვევა მოხდა.

საღამოს ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა კარებში დარტყმის მინი-ტურნირი ჩაატარეს.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ და როგორც ჩანს, სიზუსტით ვერ გამოირჩა, რადგან შემდეგ აზიდვების გაკეთება მოუწია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დონეცკის "შახტართან" ერთად შეკრებაზე გიორგი არაბიძეც იმყოფება, რომელიც ტრავმის გამო ინდივიდუალურად ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული