აი, რა იყიდა ლეო მესიმ სინამდვილეში

AutoSharing Option
ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ დასცინა ჭორებს იმის შესახებ, თითქოს მან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სარბოლო მანქანა შეიძინა. არგენტინელმა ფოტო გადაიღო "ფერარის" სათამაშო მოდელთან ერთად და სურათს მიაწერა - "ჩემი ახალი მანქანა".

როგორც იცით, გასულ კვირას პარიზის აუქციონზე 32 მილიონ ევროდ გაიყიდა 1957 წლის Ferrari 335 S Spider Scaglietti. რამდენიმე გამოცემა ამტკიცებდა, რომ ეს ძვირფასი შენაძენი სწორედ მესიმ გააკეთა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ცნობა არ დადასტურდა.

ცნობისთვის, ლეოს ავტოფარეხში სამი სპორტული მანქანაა: Ferrari F430 Spider, Maserati GT Stradale და Audi R8 Spyder. მათი
საერთო ღირებულება 571 ათას ევროს შეადგენს.

* * *
"ლესტერის" ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ ძვირფასი შენაძენით აღნიშნა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

თებერვლის დასაწყისში, "მელიების"საუკეთესო ბომბარდირმა 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა პრემიერლიგის ლიდერთან ახალი კონტრაქტი. გაუმჯობესებული ხელშეკრულების თანახმად, კვირაში მისმა ხელფასმა 102 ათასი ევრო შეადგინა.

და სწორედ ამის შემდეგ, 29 წლის ფეხბურთელმა ცისფერი Bentley Continental შეიძინა. ეს ფორვარდს 100 ათასი ფუნტი დაუჯდა, რაც ახალი კონტრაქტის თანახმად, დაახლოებით 10 დღის ხელფასს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული