იოჰან კრუიფი: კიბოს 2:0-ს ვუგებ

AutoSharing Option
ჰოლანდიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ იოჰან კრუიფმა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, მკურნალობის შედეგებზე ილაპარაკა.

"რამდენიმე სამკურნალო პროცედურის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ შედეგები დადებითია. ეს შესაძლებელი გახდა ექიმების ბრწყინვალე მუშაობით, ადამიანების სითბოთი და პოზიტიური განწყობით.

ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირველ ტაიმს 2:0-ს ვიგებ, მაგრამ თამაში ჯერ დამთავრებული არ არის. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვება მე დამრჩება", - ამბობს კრუიფი BBC-თან კომენტარში.

68 წლის ჰოლანდიელს ფილტვის კიბოს დიაგნოზი 2015 წლის 20 ოქტომბერს დაუსვეს. კრუიფი 44 წლამდე აქტიური მწეველი იყო და
მავნე ჩვევა მაშინ გადააგდო, როცა გულზე ოპერაცია გაუკეთეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული