ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია გატუზოსთან ერთად ვლადიმირ ვაისის კანდიდატურასაც განიხილავს. ფედერაცია ორივე კანდიდატთან მართავს მოლაპარაკებას ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის გატუზო იტალიური "პიზას" მთავარი მწვრთნელია და მისი კონტრაქტი კლუბთან 2016 წლის მაისამდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ გატუზო გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს, ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა.
მომზადებულია sports.kz-ის მიხედვით