ინფანტინომ II ტურში 115 ხმა მიიღო და 2019 წლამდე უხელმძღვანელებს მსოფლიო ფეხბურთს.
"არ ვემხრობი მოსაზრებას, თითქოს ფეხბურთი გაყოფილია. ეს იყო არჩევნები და არა ომი. არჩევნებს ან იგებ, ან აგებ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
აფრიკაში უამრავი მეგობარი მყავს, არაერთი ქვეყანა მომინახულებია იქ. ასე რომ იქ მცხოვრებ ხალხთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მათზე დიდ იმედებს ვამყარებ, ისევე, როგორც აზიაზე, ამერიკასა და ევროპაზე. ერთობლივად
ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ამით მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებ, რომ არა ევროპის, არამედ ფეხბურთის კანდიდატი ვარ. ჩვენ აქ ფეხბურთის საკეთილდღეოდ ვართ და არა პოლიტიკისთვის.
რაც შეეხება გენერალურ მდივანს - მყავს რამდენიმე კანდიდატი ამ პოსტზე, მაგრამ ამას ორგანიზაციის საბჭო გადაწყვეტს. გენერალური მდივანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მსურს, რომ ძლიერმა პიროვნებამ დაიკავოს აღნიშნული პოსტი. უკვე ნათქვამი მაქვს, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში ამ პოსტს არაევროპელი დაიკავებს", - განაცხადა ფიფას ახალმა პრეზიდენტმა.