მექსიკა აპირებს, იბრძოლოს ფეხბურთში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის.
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დეჩიო დე მარიას თქმით, როგორც კი განაცხადების მიღება დაიწყება, ქვეყანა რეგისტრაციისთვის სათანადო პროცედურების შესრულებას უმალ შეუდგება.
"ამ დროისთვის 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადების რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ როგორც კი ამის დრო დადგება, საქმეს უმალ შევუდგებით.
თუკი მექსიკა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ისტორიაში მესამედ მიიღებს, ეს ძალიან საამაყო იქნება", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში პლანეტის უდიდესი საფეხბურთო ფორუმი აქამდე ორჯერ, 1970 და 1986 წლებში ჩატარდა.
15:13 05-03-2016
მექსიკას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამედ (!) მასპინძლობა სურს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული