45 წლის ედვინ ვან დერ სარი კარიერას განაახლებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი კარიერას 45 წლის ასაკში განაახლებს, რათა სამოყვარულო კლუბ "ნორდვეიკს" დაეხმაროს. ცნობილი მეკარე ახალგაზრდობაში სწორედ ამ კლუბში გამოდიოდა. ამის შესახებ Voetbal in de Bollenstreek-ი იუწყება.

ვან დერ სარმა ხელთათმანები ლურსმანზე 2011 წელს, მას შემდეგ ჩამოკიდა, რაც მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონასთან" დათმო (1:3). იმავე წლის 3 აგვისტოს კი მისი გამოსამშვიდობებელი მატჩიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებმა მიიღეს.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ედვინს "ნორდვეიკთან" კავშირი არ გაუწყვეტია,
გუნდის ძირითადი მეკარის, მუსტაფა მარე ზინეს დაშავების შემდეგ კი, კლუბმა ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო კავშირს შაბათს, "იოდან ბოიზსთან" მატჩის განაცხადში ვან დერ სარის შეყვანის ნებართვა სთხოვა.

"ნორდვეიკმა" პასუხად თანხმობა უკვე მიიღო. ამბობენ, რომ ედვინ ვან დერ სარი "ნორდვეიკის" კარს მხოლოდ ამ ერთ თამაშში დაიცავს, თუმცა ვინ იცის...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული