რა სჭირს რონალდოს? კრიშტიანომ ზედიზედ მეორე პენალტი გააფუჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკლავმა კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორე 11-მეტრიანი გააფუჭა, ბოლო ოთხიდან კი - სამი.

25 მარტს გამართულ ამხანაგურ მატჩში, პორტუგალიის ნაკრები შინ ბულგარეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, რაშიც ლომის წილი კრიშტიანოს მიუძღვის. "რეალის" ვარსკლავს გათანაბრების ბრწყინვალე შანსი 66-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა 11-მეტრიანიდან მისი უძლიერესი დარტყმული სტუმართა მეკარე ვლადისლავ სტოიანოვმა ნახტომში მოიგერია, დამატება კი კრიშტიანოს ბულგარელთა მცველმა აღარ აცალა.

კრიშტიანომ მანამდე პენალტები ლა ლიგაში, 21 თებერვალს "მალაგა"-"რეალის" (1:1), 20 მარტს კი "რეალი"-"სევილიას" (4:0) შეხვედრაში ვერ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
რეალი-სევილია 4:0
Sportall.Ge
იხილეთ ვიდეო
მალაგა-რეალი 1:1
Sportall.Ge

"ეს ერთერთი საუკეთესო მატჩია ჩემს კარიერაში, - თქვა თამაშის შემდეგ სტოაინოვმა. - თუმცა, საკუთარ თავს მატჩის გმირს ვერ ვუწოდებ. გმირი მთელი გუნდია. მართალია, ამხანაგური თამაში იყო, მაგრამ მაინც დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ.

თამაშის წინ ჩემს მეგობარს, მეკარე ივან ჩვოროვიჩს ველაპარაკე. მკითხა, თუ იცი, საით დაარტყამს რონალდო, თუკი პენალტი დაინიშნებაო. ვუპასუხე, რომ მარჯვენა კუთხეში".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ კაცმა არც პენალტის დარტყმა არ იცის და არც ჯარიმის, კაცი რომ სეზონში 100 ჯარიმას დაარტყამს და 2 ან მაქს. 3ს გაიტანს, იმან ჯარიმის დარტყმა არ იცის, ტექნიკაშიც მაგრა მოიკოჭლებს, უბრალოდ ძალიან სწრაფია და ადგილებს კარგად ირჩევს, თავით მაგარია, მაგრამ ერთი ერთზე კაცს ვერ ატყუებს, თუ სისწრაფე აკრეფილი არა აქვს, ასე რომ მესის ნუ ადარებთ ტყუილად, ეს უბრალოდ ფეხბურთის არცოდნაა ან რეალის უაზრო ფანატიზმი, ინფორმაციისთვის ბარსაც და რეალიც ორივე მკიდია. უბრალოდ სიმართლეს ვამბობ
0
ძაან "მაგარი" და "ისტორიული" მოსაზრებაა. განსაკუთრებით, ტექნიკასათან დაკავშირებით- იმავეს წესრს "გარდიანი", "ფიგარო", "დეილი მეილი", "ლ,უმალიტე" და ... "ბირობიჯან ფუტბოლი". :))) P.S. "სიმართლე"- ბრჭყალებში უნდა ჩაგესვა! :))) p.p.s. გაიხარე(!)- კარგად გაგვაცინე!
mm-ს
15:25 26-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული