ფრაზა
კლაუდიო რანიერი: "ჩვენ გვყავს გუნდი. ბიჭებს სეზონის დასაწყისში ვუთხარი, რომ უნდა ვითამაშოთ 11-მა კაცმა, როგორც ერთმა. ჩვენ ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს და ვთამაშობთ დიდი გულით, რაც ალბათ, უკვე ყველამ დაინახა".პრემიერლიგა
მანჩესტერი-ლესტერი
"მელიები" "ეშმაკების" ბუნაგში
"მანჩესტერი"-"ლესტერი" ისეთი თამაშია, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ოლდ ტრაფორდზე", იგივე "ოცნებების თეატრზე" შესაძლოა, ლესტერშირელთა მთელი ცხოვრების ოცნება ახდეს - "ლესტერ სიტი" პრემიერლიგის გამარჯვებული ხდება... თუ "მელიები" ვერ იმარჯვებენ, შეიძლება მაინც გაჩემპიონდნენ, რადგან "ტოტენჰემს" ადვილი მატჩი არ აქვს და "დეზებმა" რომც მოიგონ, "ლესტერს" მაინც ძალიან ცოტა აკლია პირველობამდე, რომელიც ხელიდან აღარ გაექცევა, მაგრამ ცხადია, უშუალოდ პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მინდორზე მოპოვებულ გამარჯვებას სულ სხვა გემო ექნება.
ლუი ვან გაალის ბიჭებს კი უკან დასახევი გზა დიდი ხანია, მოჭრილი აქვთ და ხავსს უნდა ჩაეჭიდონ. ოთხეულში შეძრომის შანსი ჯერ კიდევ არის და სანამ არის, "მანჩესტერს" ქულების კარგვის უფლება აღარ აქვს, თორემ ასოციაციის თასის ფინალში გასულმა "იუნაიტედმა" ეს ტურნირი რომ მოიგოს, ეს დიდი ვერაფერი შვება იქნება ფანებისთვის.
პირველ წრეში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა 1:1 დასრულდა. მაშინ ჯეიმი ვარდის გოლი ბასტიან შვაინშტაიგერმა გაქვითა, ამჯერად კი არც ერთი არ იქნება. ზოგადად, ბოლო 12 ურთიერთშეხვედრიდან 1 ნახსენები ფრე დაფიქსირდა, ერთხელ "ლესტერმა" იმარჯვა (1:3-დან 5:3) და 10-ჯერ მოიგო "მანჩესტერმა", მაგრამ აქვს კი ახლა ამას მნიშვნელობა? არანაირი.
"ლესტერს" მიზნის მიღწევა ვარდის გარეშე იმიტომ მოუწევს, რომ მას ჯონათან მოსის შეურაცხყოფის გამო დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით გაუგრძელეს. განგება თუ ინებებს და კლაუდიო რანიერის გუნდის გაჩემპიონება გადაიდება, შემდეგ ტურში "ლესტერი" "კინგ პაუერზე" უმოტივაციო "ევერტონს" უმასპინძლებს და იქ ვარდიც იქნება, ფანობაც და ყველაფერი ისე, როგორც ეგების.
იქამდე კი რანიერი ბიჭებს ისევ იმას ეტყვის, რაც ცოტა ხნის წინ "სუონსისთან" მატჩამდე უთხრა: "აქციეთ ოცნება რეალობად".
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ფოსუ-მენსა, სმოლინგი, ბლინდი, როხო - ფელაინი, კერიკი, რუნი - ლინგარდი, რაშფორდი, მარსიალი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, კანტე, დრინქუოტერი, შლუპი - ულოა, ოკაზაკი
ბუნდესლიგა
ბაიერნი-გლადბახი
გადადებს "გლადბახი" "ბაიერნის" ჩემპიონობას?
მიუნხენის "ბაიერნი" რიგით 26-ე ჩემპიონობასთან უკვე ძალიან ახლოსაა. ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბავარიელთა ბედი მათსავე ხელშია - საკმარისია, საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაამარცხონ, რომ მიუნხენელები ჩემპიონობას იზეიმებენ და მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ როგორ დასრულდება "დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" დუელი პარალელურად.მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან არასტაბილურია, მიონხენგლადბახელები ბავარიელებს ემუქრებიან - თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ საიმისოდ, რომ "ბაიერნის" გაჩემპიონება გადაიდოსო.
"ნამდვილად არ გვინდა, რომ "ბაიერნმა" ჩვენთან მატჩის შემდეგ იზეიმოს ჩემპიონობა. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრის წინ ძალიან მოტივირებულები ვართ, თუმცა ისიც ვიცით, რომ მიუნხენში წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი შემადგენლობით გვეთამაშებიან მიუნხენელები, "ბაიერნი" ამ შეხვედრის ფავორიტია", - აცხადებს "გლადბახის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა.
"გლადბახი" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და მეოთხე ადგილზე მყოფ "ჰერტას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიონხენგლადბახელები მიუნხენში მართლაც ისე იბრძოლებენ, როგორც შეუძლიათ.
"ოთხეულში მოხვედრა რთულია, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ძალიან გვინდა. ვფიქრობ, თუ ცოტათი გაგვიმართლებს კიდეც, მიუნხენიდან ქულის ან სულაც ქულების წამოღება შეიძლება", - დასძენს ჯაკა. აქვე შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ოთხშაბათს მადრიდის "ატლეტიკოსთან" რთული მატჩი გადაიტანა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პირველ წრეში "ბაიერნი" მიონხენგლადბახში 1:3 დამარცხდა...
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი - კიმიხი - კომანი, როდე, გიოტცე, დუგლას კოშტა - თ. მიულერი
გლადბახი (5-3-2): ზომერი - ტრაორე, ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი - დაჰუდი, აზარი, ჯაკა - ჰანი, რაფაელი
ბუნდესლიგა
ლევერკუზენი-ჰერტა
დუელი ჩემპიონთა ლიგისთვის
გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მთავარი მატჩი "ლევერკუზენისა" და "ჰერტას" დაპირისპირებაა. ეს გახლავთ მე-3 და მე-4 ადგილებზე მყოფი გუნდების დუელი და, შესაბამისად, ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ლევერკუზენელები, პრინციპში, მშვიდად არიან, რადგან 5-ქულიანი უპირატესობა აქვთ და ლოგიკურად, ფრეც დააკმაყოფილებთ. აი, ბერლინელებისთვის კი წაგება არ შეიძლება, რადგან "გლადბახს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ."ლევერკუზენი" საუკეთესო ფორმაშია - "ფარმაცევტებმა" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგეს, მათი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კი ბოლო ტურებში ბრანდტია, რომელიც ზედიზედ ხუთი შეხვედრაა, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. "ჰერტას" კი ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლო ორი შეხვედრა კი სულაც წააგო და ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოსვლის საფრთხე ემუქრება. ამიტომაც უწოდებს დედაქალაქელთა თავკაცი პალ დარდაი დარჩენილ სამივე მატჩს ფინალს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰილბერტი, თაა, თოფრაქი, ჰენრიხსი - ბელარაბი, არაგუნისი, კამპლი, ბრანდტი - კისლინგი, ჩიჩარიტო
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი - ვაიზერი, კალუ, მიტელშტედტი - იბიშევიჩი
პრემიერლიგა
ჩელსი-ტოტენჰემი
სიმპათია და რეალობა
"ჩელსის" ბანაკში პირდაპირ თუ ირიბად უკვე განაცხადეს, რომ სიმპათიები "ლესტერისადმი" აქვთ და თანაქალაქელ "ტოტენჰემს" არაფერს დაუთმობენ. რა თქმა უნდა, გააჩნია, როგორ დამთავრდება "ლესტერისა" და "მანჩესტერის" დუელი. თუ ლესტერშირელები "ოლდ ტრაფორდზე" მოგებას შეძლებენ, "ლურჯებმა" შესაძლოა, თავი აღარც მოიკლან და გუს ჰიდინკმა ექსპერიმენტები გააგრძელოს. თუმცა, რაც უნდა იყოს, ლონდონური დერბია და პრესტიჟის საკითხია. ამიტომაც "ჩელსი" საკუთარი ფანების წინაშე ღირსეულად თამაშს შეეცდება. თანაც, ერთხელ ახლო მომავალში უკვე წააგო გამანადგურებელი ანგარიშით პრინციპულ მეტოქესთან საშინაო შეხვედრა ("სიტისთან" 0:3).
"ტოტენჰემზე" რა ვთქვათ, ეს გუნდი და მისი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო იღბლიანიცაა და უიღბლოც. იღბლიანი იმიტომ, რომ ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს შემადგენლობაში და მომავალი მისია. აგრეთვე, იმიტომ, რომ "ლესტერისა" არ იყოს, გუნდის წამყვან მოთამაშეებს მთელი სეზონის განმავლობაში სერიოზული ტრავმა არ მიუღიათ.
სერია A
ჯენოა-რომა
ნაპოლი-ატალანტა
რბოლა მეორე ადგილისთვის
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, მთავარი ინტრიგა კი ის გახლავთ, თუ რომელი გუნდი დაასრულებს ტურნირს მეორე ადგილზე და შესაბამისად, მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს. წინა ტურში "რომამ" "ნაპოლის" სძლია და ბრძოლა უკიდურესად გაამწვავა, კონკურენცია კი სწორედ ამ ორ გუნდს შორისაა და ჯერჯერობით, 2 ქულით წინ ნეაპოლელები არიან.ამ უქმეებზე "ნაპოლი" "ატალანტას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოიპოვოს. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მაურიციო სარი ექსპერიმენტებისგან თავს შეიკავებს და ნაცად ტაქტიკა-შემადგენლობას დაეყრდნობა...
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰუისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი
ამჯერად, თადარიგში დარჩება დრის მერტენსი, რომელიც ბოლო თამაშებში ძირითად შემადგენლობაში იყო. აღსანიშნავია, რომ მაურიციო სარის განკარგულებაში სრული შემადგენლობაა, რადგან არც ტრავმა აქვთ და არც დისკვალიფიკაცია.
იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერება მაურიციო სარის და "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ. სენიორ აურელიოს არ მოსწონს გუნდის ამჟამინდელი ასპარეზობა და ამბობენ, რომ თუ "ნაპოლი" მეორე ადგილს დათმობს, სარის გაათავისუფლებენ დაკავებული პოსტიდან. აქვე ვთქვათ, რომ მწვრთნელს კლუბთან 1-წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და დე ლაურენტისს მარტივად, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე შეუძლია სარის გაშვება და ახალი მწვრთნელის მოძებნა.
"რომაში" ყველაფერი რიგზეა, რადგან გუნდი იგებს და სატურნირო ცხრილში მაღლა მიიწევს, მწვრთნელსა და კაპიტანს შორის კი ურთიერთობა გაუმჯობესდა. მეტიც, ლუჩანო სპალეტი ფრანჩესკო ტოტის ქებაში დაიღვარა, მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა, რომ კლუბი კაპიტანთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. მოკლედ, "ტრიგორიაზე" იდილიაა, გუნდი კი მძიმე მატჩისთვის ემზადება.
"რომა" გენუაში ჩადის, სადაც კერკეტ "ჯენოას" ესტუმრება. ლუჩანო სპალეტი მუდმივად ცვლის ტაქტიკურ მონახაზს, ამჯერად კი, სავარაუდოდ, 4-3-1-2 სქემას აირჩევს და თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში კევინ სტროტმანს ვიხილავთ...
"გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული. "ნაპოლი" შესაანიშნავი გუნდია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ქულები დაკარგოს, ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ზონაში ყოფნა უკვე ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ მეორე ადგილზე გადასვლა და პლეი ოფის თავიდან აცილება შეგვიძლია, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა სპალეტიმ.
რომა (4-3-1-2): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე - ნაინგოლანი, კეიტა, სტროტმანი - პეროტი - სალაჰი, ელ შაარავი
ლა ლიგა
ბეტისი-ბარსელონა
"ბეტისი" და "პეპსი"
სევილიაში "ბეტისი" და "ბარსელონა" ლა ლიგაში მეასე მატჩს გამართავენ. თამაში, რომელიც ანდალუსიური კლუბისთვის ბევრს არაფერს წყვეტს, ლუის ენრიკეს კრებულისთვის გადამწყვეტია. "ბარსას" წაფორხილების უფლება არა აქვს, ორი მადრიდული მდევარი მოსდევს. წინა 99 თამაშში "ბეტისმა" მხოლოდ 20 თამაში მოიგო და 20 ფრედ ითამაშა, 59 კი "ბარსას" დარჩა. ბოლოს 2008 წელს დამარცხდა კატალონიური გრანდი "ვერდი ბლანკოსთან" - 2:3. "ბეტისის" მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია "ბარსას" საკუთრებაა, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმების საფუძველზე თამაშის უფლება აქვს.
სევილიაში გამგზავრებამდე "ბარსას" ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთად შეიკრიბნენ რესტორანში, სადაც მომდევნო სამი მატჩის მოგების გზები დასახეს. შეგახსენებთ, რომ თუ "ბარსა" "ბეტისის" მერე "ესპანიოლსა" და "გრანადასაც" დაამარცხებს, ჩემპიონი გახდება, მიუხედავად იმისა, რას იზამენ მადრიდული კლუბები. სხვათა შორის, "ბეტისთან" თამაშისთვის მზადებას ლუის სუარესი "პეპსის" ახალ კლიპში გადაღებას წარმატებით უთავსებდა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ბოლო ორ ტურში ზედიზედ შეასრულა პოკერი და სწორედ მას უნდა უფრთხოდნენ პირველ რიგში "ბეტისის" მცველები.
სავარაუდო შემადგენლობა:
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, მასკერანო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ლა ლიგა
სოსიედადი-რეალი
BBC-იდან დარჩა B
"სამეფო კლუბი" ანოეტაზე შეთხელებული შემადგენლობით მიდის - ბასკეთში არც ქარიმ ბენზემა და ალბათ, არც კრიშტიანო რონალდო იქნება. პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ "სიტისთან" საპასუხო მატჩისთვის იქნება მზად, ფრანგი კი, ვშიშობთ, ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება ზინედინ ზიდანის გუნდს. თუმცა "მარკას" წყარომ უფრო ოპტიმისტური ამბავი უთხრა, შესაძლოა, "სიტისთან" ბენზემამაც ითამაშოს. "რეალს" კი სხვა შანსი არ აქვს, "ანოეტაზე" უნდა იმარჯვოს.
სავარაუდო შემადგენლობა:
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლ. ვასკესი, ბეილი, ხესე
ლა ლიგა
ატლეტიკო-ვალეკანო
"ჩოლო" დერბის დააკლდება
კვირის გმირ მადრიდის "ატლეტიკოს" ქალაქის დერბი ელის "რაიო ვალეკანოსთან", რომელიც გავარდნის პირასაა. "ატლეტიკოს" სკამზე უფრო დიდი დანაკლისი აქვს, დიეგო სიმეონე დისკვალიფიცირებულია სეზონის ბოლომდე. "ჩოლოს" ბურთის მოედანზე შეგდება ძვირი დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ შედგენილ სიმბოლურში 6 ატლეტიკოელი მოხვდა: ხუანფრანი, ფილიპე ლუიში, ფერნანდესი, საულ ნიგესი, ფერნანდო ტორესი და ანტუან გრიზმანი.
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, ერნანდესი, ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი, გრიზმანი
ბომბარდირები
34 ლუის სუარესი (ბარსელონა)
32 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
31 კრიშტიანო რონალდო (რეალი)
30 გონსალო იგუაინი (ნაპოლი)
27 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
25 ლიონელ მესი (ბარსელონა)
24 ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
23 ქარიმ ბენზემა (რეალი)
23 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
23 სერხიო აგუერო (სიტი)
ასისტენტები
18 მესუთ იოზილი (არსენალი)
15 ლუის სუარესი (ბარსელონა)
13 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
13 ლიონელ მესი (ბარსელონა)
13 კოკე (ატლეტიკო)
სერიები
მოგებები: იუვენტუსი, რეალი - 9
წაუგებელი: იუვენტუსი - 25
მოუგებელი: მარსელი - 11
წაგებები: ასტონ ვილა - 10
მშრალი სერია: სტ. ეტიენი - 5
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური
შაბათი. 30 აპრილი
უოტფორდი-ასტონ ვილა 18:00
ევერტონი-ბორნმუთი 18:00
ნიუკასლი-კრ. პალასი 18:00
სტოკი-სანდერლენდი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 18:00
არსენალი-ნორვიჩი 20:30
კვირა. 1-ლი მაისი
სუონსი-ლივერპული 15:00
მანჩესტერი-ლესტერი 17:05
საუთჰემპტონი-სიტი 19:30
ორშაბათი. 2 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი 23:00
დისკვალიფიკაცია: ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რამირო ფუნეს მორი (ევერტონი), ტიბო კურტუა (ჩელსი).
ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVI ტური
პარასკევი. 29 აპრილი
სპორტინგი-ეიბარი 22:30
შაბათი. 30 აპრილი
სოსიედადი-რეალი 18:00
ატლეტიკო-ვალეკანო 20:15
ბეტისი-ბარსელონა 22:30
გრანადა-ლას პალმასი 00:05
კვირა. 1-ლი მაისი
ბილბაო-სელტა 14:00
ესპანიოლი-სევილია 18:00
დეპორტივო-ხეტაფე 20:15
ვალენსია-ვილიარეალი 22:30
ორშაბათი. 2 მაისი
მალაგა-ლევანტე 22:30
დისკვალიფიკაცია: ჟან-სილვენ ბაბენი, რიკარდო კოშტა, რუბენ პერესი (გრანადა), დანი კასტელიანო (ლას პალმასი), რობერტო ტრაშორასი (რაიო ვალეკანო), კარლოს ველა, ოიერი (რეალ სოსიედადი), ჯეფერსონ ლერმა, სიმაო, რუბენ გარსია (ლევანტე), რესიო, ველიგტონი (მალაგა), ოგნიენ ვრანიეში (სპორტინგი ხ.), ხავი ლოპესი (ესპანიოლი), აიმერიკ ლაპორტი (ბილბაო), სტივენ ნ'ზონზი (სევილია)
გერმანია. ბუნდესლიგა. XXXII ტური
პარასკევი. 29 აპრილი
აუგსბურგი-კიოლნი 22:30
შაბათი. 30 აპრილი
ბაიერნი-გლადბახი 17:30
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 17:30
ჰანოვერი-შალკე 17:30
ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 17:30
მაინცი-ჰამბურგი 17:30
დარმშტადტი-აინტრახტი 17:30
ლევერკუზენი-ჰერტა 20:30
ორშაბათი. 2 მაისი
ვერდერი-შტუტგარტი 22:15
დისკვალიფიკაცია: ლეონარდო ბიტენკური (კიოლნი), პიერ-მიშელ ლასოგა, მიხაელ გრეგორიტჩი (ჰამბურგი), იულიან ბაუმგარტლინგერი (მაინცი), რომენ ბრეგერი (ინგოლშტადტი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი).
იტალია. სერია A. XXXVI ტური
შაბათი. 30 აპრილი
უდინეზე-ტორინო 20:00
კიევო-ფიორენტინა 22:45
კვირა. 1-ლი მაისი
იუვენტუსი-კარპი 14:30
ემპოლი-ბოლონია 17:00
მილანი-ფროზინონე 17:00
სასუოლო-ვერონა 17:00
პალერმო-სამპდორია 17:00
ლაციო-ინტერი 22:45
ორშაბათი. 2 მაისი
ჯენოა-რომა 21:00
ნაპოლი-ატალანტა 23:00
დისკვალიფიკაცია: რომან ჩიბსა (ფროზინონე), ნიკოლას სპოლი (კიევი), ლუკა როსეტინი (ბოლონია), ლევან მჭედლიძე, ლეანდრო პარედესი (ემპოლი), ალეხანდრო გომესი, გაბრიელ პალეტა (ატალანტა), რაფაელ ბიანკო, ლორენცო ლოლო (კარპი), მირალემ პიანიჩი (რომა), დუვაინ საპატა (უდინეზე), ფედერიკო პელუზო (სასუოლო), ჯანკარლო გონსალესი (პალერმო),
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVI ტური
პარასკევი. 29 აპრილი
პსჟ-რენი 22:30
შაბათი. 30 აპრილი
ნანტი-ნიცა 16:00
სტ. ეტიენი-ტულუზი 19:00
მონაკო-გენგამი 21:00
ტრუა-ბორდო 21:00
ლორიანი-ლილი 21:00
კაენი-ბასტია 21:00
რეიმსი-მონპელიე 21:00
ლიონი-გაზ. აიაჩო 23:00
კვირა. 1-ლი მაისი
ანჟერი-მარსელი 19:00
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. XXXII ტური
შაბათი. 30 აპრილი
პორტუ-სპორტინგი 21:30
ბელგია. ჟუპილერლიგა. საჩ. ჯგუფი. VI ტური
კვირა. 1-ლი მაისი
ანდერლეხტი-გენტი 16:30
უკრაინა. პარი-მატჩ ლიგა. XXIV ტური
კვირა. 1-ლი მაისი
შახტარი-დინამო 20:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"