ბრენდან როჯერსმა "სელტიკთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსი უმუშევარი აღარ არის, ჩრდილოირლანდიელს გლაზგოს "სელტიკი" ჩააბარეს.

43 წლის სპეციალისტი "ენფილდიდან" წამოსვლის მერე უქმად იყო, ახლა კი "სუონსისა" და "ლივერპულის" ექსთავკაცმა რონი დეილა ჩაანაცვლა, რომელიც გლაზგოელთა რიგებიდან წავიდა მას მერე, რაც კიდეც ერთხელ გააჩემპიონა კლუბი.

როჯერსმა, რომელსაც ასევე "რედინგსა" და "უოტფორდში" აქვს ნამუშევარი, "სელტიკთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გახანგრძლივების პერსპექტივით. დანარჩენი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმუშავებს საქმეს მონატრებული ტაქტიკოსი.

"გავიღებ ყველაფერს, რაც შემიძლია იმისთვის, რომ ჩვენი ფანები აღფრთოვანებაში მოვიდნენ და სიამოვნება მიიღონ გუნდის თამაშისგან, რომელიც სანახაობრივი და შედეგის
მომტანი უნდა იყოს. "სელტიკმა" ბოლო წლებში არაერთი ტიტული მოიგო და ჩვენი მიზანი საშინაო არენაზე ასეთივე წარმატებით თამაშის გაგრძელება და ამავდროულად, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა იქნება" - თქვა გლაზგოელთა ახალმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული