ჯანი ინფანტინო შეიძლება 90 დღით მოკვეთონ

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტის პოსტი დაინავსა - მოგეხსენებათ, რა ბედი ეწია ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს, ახლა კი მოქმედი პრეზიდენტი და ბლატერის თანამემამულე ჯანი ინფანტინოა შარში.

გერმანული "ველტი" წერს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტი პრეზიდენტის საქმეს იძიებს. ინფანტინოს ბრალად ედება, რომ მისი ინიციატივით, ფიფას საბჭოს სხდომის ჩანაწერი განადგურდა. სავსებით შესაძლებელია, გამოძიების პერიოდში, ინფანტინოს 90 დღით შეუჩერდეს პრეზიდენტობა.

შეგახსენებთ, რომ ინფანტინომ თებერვალში გაიმარჯვა არჩევნებში და მან ოთხი წლით უნდა უთავკაცოს მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული