შვეიცარიის ნაკრებმა ქალაქ ლუგანოში მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოლდოვას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
იტალიის ქალაქ ბერგამოში კი უკრაინის ნაკრებმა ალბანეთს მოუგო - 3:1.
ერთმანეთს იაპონიაში ეთამაშენენ ბოსნია-ჰერცოგოვინისა და დანიის ეროვნული გუნდები. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა პენალტების სერია შეასრულეს. უკეთესად ბოსნიელები გაისარჯნენ - 4:3.
იაპონიის ნაკრებმა შინ ბულგარეთი გაანადგურა - 7:2, ავსტრიაში კი კანადისა და აზერბაიჯანის ნაკრებები დაზავდნენ - 1:1.