პოლონელებმა ლიტვის ნაკრებს უმასპინძლეს. შეხვედრის 90 წუთი უგოლოდ მიილია - 0:0.
იტალიის ნაკრებმა კი ფინეთს უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ანგარიში 27-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანტონიო კანდრევამ გახსნა, 72-ე წუთზე კი დანიელე დე როსიმ იტალიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.