დანიელ აგერმა კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა

AutoSharing Option
"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ აგერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორია. ჩემი კარიერით ვამაყობ", - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერში".

31 წლის ფეხბურთელის კარიერის დასრულების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

აგერი 9 სეზონის განმავლობაში თამაშობდა "ლივერპულში" და ასევე, "ბრონდბიუშიც" უთამაშია. დანიის ნაკრებში აგერმა 71 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული